„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ და „ბიოდიზელი ჯორჯიამ“ მწვანე ოპერაციების განვითარების მიზნით თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს

„ეიპიემ ტერმინალს ფოთმა“ „ბიოდიზელი ჯორჯიასთან“ თანამშრომლობის მემორანდუმს (MoU) მოაწერეს ხელი, რითაც ერთობლივ ინიციატივას ჩაყარა საფუძველი, რომლის მიზანი ბიოდიზელის გამოყენებით ნავსადგურის ნახშირბადის კვალის შემცირებაა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ ავრცელებს.

მათი ცნობთ, მემორანდუმის ფარგლებში, „ეიპიემ ტერმინალს ფოთი“ პარტნიორი კომპანიისგან შეიძენს ბიოდიზელს, რომელსაც მინერალურ დიზელთან ერთად გამოიყენებს საპორტო ტექნიკის მოხმარებისას. შეთანხმება ითვალისწინებს გარემოსთვის სასიკეთო შედეგების გაზომვასა და მაქსიმიზაციას, მათ შორის კვალიფიციური ექსპერტის ჩართვას CO₂-ის გამოყოფის შემცირების დასათვლელად და სტანდარტული მეთოდოლოგიის შემუშავებას შემცირების მონიტორინგისთვის, სათბურის აირების პროტოკოლის შესაბამისად.

ბიოდიზელის გამოყენება მინერალური დიზელის (ნავთობზე დაფუძნებული დიზელის) ნაცვლად მნიშვნელოვნად ამცირებს ნახშირორჟანგის (CO₂) გამოყოფას. კერძოდ, მინერალური დიზელის 1 ტონის წვისას, CO₂-ის ატმოსფეროში გამოყოფა დაახლოებით 2.68 ტონაა, ხოლო B100 ბიოდიზელის გამოყენების შემთხვევაში შესაძლებელია გამონაბოლქვის 85-90%-ით შემცირება.

„მდგრადობა ჩვენი ბიზნეს სტრატეგიის ბირთვია,“ – განაცხადა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა, ქრისტიან რიოდერმა.

პარალელურად, ორივე მხარე შეისწავლის ტექნიკურ და ოპერაციულ მოთხოვნებს ნავსადგურში ბიოდიზელის უსაფრთხო მიღების, შენახვისა და შერევის უზრუნველსაყოფად.

„ეს პარტნიორობა გვაძლევს შესაძლებლობას, კონკრეტული ნაბიჯებით შევამციროთ ნახშირბადის კვალი საპორტო ოპერაციებში და ამავდროულად ხელი შევუწყოთ ადგილობრივი განახლებადი ენერგიის განვითარებას.

ჩვენი კომპანია მიესალმება და აფასებს „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გარემოსდაცვით მდგრადობაზე ორიენტირებულ პოლიტიკას და მის პროაქტიულ მიდგომას მწვანე ტრანსფორმაციისა და სათბურის აირების (GHG) გამოყოფის შემცირებისკენ. ამ ძალისხმევის მხარდასაჭერად, შპს „ბიოდიზელი ჯორჯია“ მზად არის ფოთის ნავსადგურს მიაწოდოს მაღალი ხარისხის, განახლებადი და ეკოლოგიურად სუფთა საწვავი – ბიოდიზელი, რაც ეტაპობრივად შეუწყობს ხელს ჩვენი პარტნიორი კომპანიის ტექნიკასა და აღჭურვილობაში ჩვეულებრივი დიზელის ბიოდიზელთან შერევით ჩანაცვლებას,“ – განაცხადა შპს „,ბიოდიზელი ჯორჯიას“ მმართველმა პარტნიორმა, მურმან პატარაიამ.

მათივე ინფორმაციით, შპს „,ბიოდიზელი ჯორჯია“ უკვე ცხრა წელია საქართველოს ბაზარზე ოპერირებს და ეკოლოგიურად სუფთა ბიოსაწვავის საიმედო მწარმოებელია. საწარმოო პროცესები ხორციელდება განახლებადი ენერგიის სფეროში წამყვან ევროპულ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით და სრულად შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს. აღნიშნული ინიციატივა სრულად თანხვედრაშია „,ეიპიემ ტერმინალსის“ გლობალურ ვალდებულებებთან გარემოს დაცვისა და ინოვაციების მიმართულებით და ამასთანავე, ხელს უწყობს საქართველოში ადგილობრივი მდგრადი საწვავის წარმოების განვითარებას.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის