გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება  შეეზღუდება

გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 5 აგვისტოს 11:00-დან 18:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ თიანეთის აბონენტებს - 9 აპრილის, ლაშარის, ვაჟა-ფშაველას, რუსთაველის, ჯანგირაშვილის, ფიროსმანის, აღმაშენებლის, ერისთავის და მიმდებარე ქუჩებზე. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, ელექტროენერგიის მიწოდება თიანეთის გარდა, ასევე ყაზბეგის რაიონის აბონენტებსაც შეეზღუდებათ.

„11:00-დან 15:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სიონი, გარბანი, არშა, ვარდისუბანი, ტყარშეტი, გველეთი და მიმდებარე სოფლებში, ასევე დაბა სტეფანწმინდაში გერგეტის უბანში.

12:30-დან 13:30 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში ხატაეთის, ვახტანგ ჭელიძის, ტარიელის, ავთანდილის ქუჩებზე, დიდი დიღმის ტერიტორიაზე,

სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს