საჩუქრები, პოპულარული არტისტები და ცოცხალი პოდკასტები სელფის სანაპიროზე

ქართული მობილური ოპერატორი „სელფი მობაილი“, რომელიც 1.42 მილიონ მომხმარებელს ემსახურება, საზაფხულო კამპანიის ფარგლებში “ვილაპარაკოთ ნამდვილ ზაფხულზე” ქ. ბათუმში, შერატონის მიმდებარე სანაპიროზე, დამსვენებლებს „სელფის სანაპიროს“ ახვედრებს. ინფორმაციას „სელფი“ ავრცელებს.

მობილური ოპერატორის ცნობით, 3 აგვისტოდან 25 სექტემბრის ჩათვლით, „სელფის“ მრავალფუნქციურ სივრცეში დაგხვდება ბრენდირებული სანაპირო, სადაც ყოველდღიურად ჩატარდება სპორტული აქტივობები, პოპულარული სამაგიდო თამაშები, ჩემპიონატები და სხვა.

„გარდა ამისა, „სელფის სანაპიროზე“ ჩატარდება პოდკასტების ცოცხალი სერია სოფო ტოროშელიძესთან ერთად. ეპიზოდებში მოწვეულნი იქნებიან ცნობილი მუსიკოსები, რომლებიც ისაუბრებენ მომხმარებლების მიერ შერჩეულ თემებზე, მაგ: ზაფხულის ისტორიები და გამოცდილებები. სტუმრებს შორის იქნებიან: თამადა, ზურა ჯავახია და ა.შ. პოდკასტის დასრულების შემდეგ, მუსიკოსები თავიანთ ჰიტებსაც შეასრულებენ.

„სელფის“ სივრცეში, QR-კოდის საშუალებით დამსვენებლებს შეეძლებათ სპეციალური შეთავაზების ულიმიტო ინტერნეტ პაკეტის 15 ლარად - ერთი თვით გააქტიურება. გარდა ამისა, ლოიალობის პლატფორმაში სელფის აბონენტებს დახვდებათ კაფე Paulin-ის სპეც. ფასდაკლებები.

“ზაფხულის ეს ინიციატივა „სელფის“ საკომუნიკაციო პლატფორმის - „ვილაპარაკოთ“ ნაწილია, რომლის მთავარი მიზანია მომხმარებლებთან გულწრფელი, ღია და ღირებულებაზე დაფუძნებული დიალოგი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ მოგვეწვია საინტერესო არტისტები და მათთან ერთად გაგვეგრძელებინა საუბარი მომხმარებლების მიერ შერჩეული თემების ირგვლივ. „სელფის“ სანაპიროზე დამსვენებლებს დახვდებათ დროის საუკეთესოდ გატარებისთვის და გულწრფელი საუბრისთვის უამრავი სხვა აქტივობაც, მათ შორის თამაშები, კარგი მუსიკა - რაც მთავარია მოწესრიგებულ სივრცეში”, - აცხადებენ „სელფი მობაილში“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის