ფულადი პრიზები ბიზნეს გადარიცხვებზე – საქართველოს ბანკის კამპანია გრძელდება

საქართველოს ბანკი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებას განაგრძობს. ამ მიზნით, ბანკმა საჩუქრების კამპანია დაიწყო, რომელიც ბიზნეს მომხმარებლებისთვის მრავალფეროვან ბენეფიტს მოიცავს.

კამპანიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ფულადი პრიზებია, რომლის მიღების შესაძლებლობა ბიზნესს მინიმუმ 50-ლარიანი გადარიცხვის შესრულების შემდეგ აქვს.

ბიზნესი, ყოველ მე-1000 ტრანზაქციაზე 100 ლარს, ხოლო ყოველ მე-10 000 ტრანზაქციაზე - 12 500 ლარს მიიღებს.

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

გარდა ამისა, კამპანიის ფარგლებში:

  • ყველა მონაწილე ბიზნესს საჩუქრად გადაეცემა Mastercard ბიზნეს ბარათი, რომელზეც ნებისმიერი გადახდისას 2%-იანი ქეშბექი დაერიცხება (მაქსიმუმ 500 ლარამდე). ბარათის გამოყენება შესაძლებელია როგორც ყოველდღიური ხარჯებისთვის, ისე სხვადასხვა ციფრული თუ საოპერაციო საჭიროებისთვის.
  • ბიზნესებსშესაძლებლობააქვთ 3 თვის განმავლობაში საკომისიოს გარეშე გაააქტიურონ ბიზნეს ნაკრები M, რომელიც მოიცავს მოთხოვნად საბანკო სერვისებს: გადარიცხვებს შეღავათიანი ტარიფით, მეტ უფასო პროდუქტსა და კომუნალურ გადახდებს ყოველთვიურად, განაღდების მაღალ ლიმიტს და ა.შ. მომსახურების გააქტიურება შესაძლებელია საქართველოს ბანკის ციფრული არხების — ბიზნეს მობილბანკის და ინტერნეტბანკის— მეშვეობით.

კამპანიაში ჩართულ ბიზნესებს ასევე შეუძლიათ აირჩიონ ერთი ბენეფიტი შემდეგიდან:

  • გადარიცხვები ეროვნულ ვალუტაში (სახაზინოს ჩათვლით) — საკომისიოს გარეშე; ან
  • გადარიცხვები უცხოურ ვალუტაში — საკომისიოს გარეშე.

გათამაშებაში მონაწილეობს როგორც ეროვნულ, ისე უცხოურ ვალუტაში გადარიცხვები, მათ შორის — სახაზინო გადარიცხვებიც.

კამპანიაში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ:

  • იურიდიულ პირებს, რომლებსაც 23 ივნისამდე არ ჰქონიათ ანგარიში საქართველოს ბანკში და მას დისტანციურად 30 სექტემბრამდე გახსნიან.
  • იურიდიულ პირებს, რომლებიც ბიზნესს (შპს ან ინდ. მეწარმე) საქართველოს ბანკის ფილიალში დაარეგისტრირებენ დაბიზნეს ანგარიშსაც გახსნიან;
  • იურიდიულ პირებს, რომლებსაც ბიზნეს მობილბანკი ან ინტერნეტბანკი 1 აპრილის შემდეგ არ გამოუყენებიათ.

Mastercard ბიზნეს ბარათის მიღება და კამპანიაში ჩართვა შესაძლებელია როგორც ბიზნეს მობილბანკიდან და ინტერნეტბანკიდან. თუ ჯერ არ ხართ საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებელი — გახსენით ბიზნეს ანგარიში ონლაინ სულ რაღაც 2 წუთში.

ბიზნესის დაწყების მსურველებს კი შესაძლებლობა აქვს, უკვე საქართველოს ბანკის 5 ფილიალში სამეწარმეო რეესტრში დაარეგისტრიროს შპს ან მიიღოს ინდ.მეწარმის სტატუსი. ფილიალების ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის