ვოლოდიმირ ზელენსკი - ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროპელი ლიდერების მადლიერი ვარ

ჩვენი დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის ევროპელი ლიდერების მადლიერი ვარ, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი X-ზე წერს.

„სწორედ ასეთ აქტიურ დიპლომატიურ მიდგომას შეუძლია ომის ღირსეული მშვიდობით დასრულება. ჩვენ ყველანი მხარს ვუჭერთ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და ერთად უნდა შევჯერდეთ პოზიციებზე, რომლებიც რუსეთს არ მისცემს საშუალებას, რომ მსოფლიო კიდევ ერთხელ მოატყუოს“, - წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მისი თქმით, რუსეთის არმია ომის დასასრულებლად არ ემზადება.

„პირიქით, ისე გადაადგილდებიან, რომ ეს ახალი შეტევითი ოპერაციებისთვის მზადებაზე მიანიშნებს. მსგავს ვითარებაში მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიოს ერთობას საფრთხე არ დაემუქროს. იქამდე, სანამ რუსეთი ომსა და ოკუპაციას აგრძელებს, ჩვენ ზეწოლა ერთად უნდა შევინარჩუნოთ - ზეწოლა ძალით, სანქციებითა და დიპლომატიით“, - აღნიშნავს უკრაინის პრეზიდენტი.

შეგახსენთ, დღეს, ევროკავშირის 26-მა სახელმწიფომ უკრაინის მხარდასაჭერი ერთობლივი განცხადება გაავრცელა.

განცხადებას ხელი მხოლოდ უნგრეთმა არ მოაწერა.

„უკრაინელ ხალხს უნდა ჰქონდეს თავისუფლება, გადაწყვიტოს საკუთარი მომავალი. უკრაინაში მშვიდობისკენ მიმავალი გზა უკრაინის გარეშე ვერ გადაწყდება. მნიშვნელოვანი მოლაპარაკებები მხოლოდ ცეცხლის შეწყვეტის ან საომარი მოქმედებების შემცირების კონტექსტში შეიძლება წარიმართოს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი