„საბა“ 2025-ის ფინალისტები ნომინაციაში „საუკეთესო ქართული თარგმანი“ ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას” ჟიურიმ „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები დაასახელა. 81 საკონკურსო წიგნიდან 10 ფინალისტი გამოვლინდა.

2025 წელს საუკეთესო წიგნებსა და ავტორებს ჟიური 9 ნომინაციაში გამოავლენს. ფინალისტების სია უკვე ცნობილია 8 ნომინაციაში, ხოლო „ლიტერატურის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის“ ნომინაციის გამარჯვებული, ტრადიციულად, სხვა გამარჯვებულების გამოვლენის პარალელურად გახდება ცნობილი.

ლიტერატურული პრემია „საბას“ 2025 წლის „საუკეთესო ქართული თარგმანის“ ფინალისტები არიან:

  • მაია ბადრიძე | მაქს ვებერის „პროტესტანტული ეთიკა და კაპიტალისტური სულისკვეთება” (დიოგენე)
  • კატია ვოლტერსი | ოლგა ტოკარჩუკის „ემპუსების ნადიმი“ (ინტელექტი)
  • ანი კოპალიანი | ადამ მიცკევიჩის „ჯიადი“ (ინტელექტი)
  • გიორგი მაჭარაშვილი | ჯოზეფ კემპბელის „ათასსახოვანი გმირი“ (პალიტრა L)
  • გვანცა ფოფხაძე | ლუციუს ანეუს სენეკას „მორალური წერილები ლუკილიუსს“ (დიოგენე)
  • ოქტაი ქაზუმოვი | გიუნელ მოვლუდის „ბანაკი“ (სულაკაურის გამომცემლობა)
  • ქარდა ქარდუხი | ედგარ ლი მასტერსის „სფუნ რივერის ანთოლოგია“ (ინტელექტი)
  • მანანა ღარიბაშვილი | პუბლიუს ოვიდიუს ნაზონის „ხმა ტომისიდან“ (არტანუჯი)
  • ბაჩანა ჩაბრაძე | ანტონენ არტოს „თეატრი და მისი ორეული“ (თანამედროვე თეატრალური ხელოვნების განვითარების ცენტრი)
  • ზაზა ჭილაძე | კორმაკ მაკართის „გზა“ (სულაკაურის გამომცემლობა)

„საბა“ თიბისიმ და პოეტმა რატი ამაღლობელმა 2002 წელს დააფუძნეს. უკვე წლებია ის ყველაზე ავტორიტეტული პრემიაა ლიტერატურის დარგში. დაარსების დღიდან 100-მდე მწერალმა და ლიტერატორმა 5000-ზე მეტი წიგნი განიხილა, 200-ზე პრემია გაიცა და 150-ზე მეტი ავტორი დაჯილდოვდა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის