ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს

უკრაინა თავის მიწას ოკუპანტებს არ დაუთმობს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის სახელმწიფო დროშის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„ეს დროშა უკრაინის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბევრი ადამიანის მიზანი და ოცნებაა. ისინი ამ დროშას უფრთხილდებიან, რადგან იციან, რომ ჩვენს მიწას ოკუპანტებს არ დავუთმობთ“, - განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მისი თქმით, დემოკრატიული ერებისთვის უსაფრთხოების გარანტირება მხოლოდ უკრაინასთან ერთად არის შესაძლებელი.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო და მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ფრონტზე იბრძვის და უკრაინის ინტერესებისთვის მუშაობს.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს