„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულმა კომპანია „ედელინგმა“ წარმოება განავითარა

„საქართველოს ბანკი“ რეგიონებში ბიზნესების მხარდაჭერას აქტიურად აგრძელებს. ამჯერად, ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ქართულ-გერმანულმა კომპანია „ედელინგმა“ წარმოება განავითარა.

„ედელინგი“ თხილისა და კაკლოვანი პროდუქტების გადამამუშავებელი საწარმოა, რომელიც 2017 წელს დაარსდა. კომპანია ნედლეულს ადგილობრივი ფერმერებისგან იღებს, ამუშავებს და ექსპორტზე გააქვს. გასულ სეზონზე „ედელინგმა” 780 ტონა თხილი გადაამუშავა.

წარმოების გასავითარებლად, „საქართველოს ბანკმა“ 3 მილიონი ევროს მოცულობის ფინანსური ინვესტიცია განახორციელა.

„საქართველოს ბანკისთვის“ რეგიონების განვითარება უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, ჩვენს პარტნიორ ბიზნესებთან აქტიურად ვმუშაობთ, რათა რეგიონებში მასშტაბური პროექტები განხორციელდეს და კიდევ უფრო მეტად გაძლიერდნენ. კომპანია ედელინგი ქართულ-გერმანული საწარმოა და ევროპის ბაზარზე წარმატებით ოპერირებს. აღნიშნული დაფინანსებით კომპანიამ წარმოება გააძლიერა, სამომავლოდ კი უფრო მეტად გაფართოებას გეგმავს. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ გუნდს. ჩვენ კი ვაგრძელებთ რეგიონებში არაერთი საინტერესო პროექტის განხორციელებას“, - განაცხადა „საქართველოს ბანკის“ კორპორაციული გაყიდვების სექტორის უფროსმა, ნინო აფციაურმა.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის