დონალდ ტრამპის განცხადებით, თუ რუსეთი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება, მის წინააღმდეგ „ეკონომიკური ომის“ დაწყება მოუწევს

აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, მზადაა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესოს, თუ მოსკოვი უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტას არ დასთანხმდება.

„მინდა ეს ომი დასრულდეს. ძალიან, ძალიან სერიოზულია ის, რაც მხედველობაში მაქვს, თუ ამის გაკეთება მომიწევს, მაგრამ მინდა, რომ ეს დასრულდეს“, - განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს, როდესაც ჰკითხეს, დაემუქრება თუ არა რუსეთს შედეგები.

„ჩვენ გვაქვს ეკონომიკური სანქციები. მე ეკონომიკურზე ვსაუბრობ, რადგან მსოფლიო ომში არ ჩავერთვებით. ეს არ იქნება მსოფლიო ომი, არამედ ეს იქნება ეკონომიკური ომი. ეკონომიკური ომი ცუდი იქნება და ეს ცუდი იქნება რუსეთისთვის და მე ეს არ მინდა“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, ერთ-ერთმა ჟურნალისტმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, გააცნო თუ არა მოსკოვმა მას მოსაზრება ზელენსკის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით. ჟურნალისტმა ახსენა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის, რამდენიმე დღის წინ ნათქვამი სიტყვები, რომ მოსკოვი ზელენსკის შესაძლო სამშვიდობო შეთანხმების ლეგიტიმურ ხელმომწერად არ მიიჩნევს.

„არ აქვს მნიშვნელობა რას ამბობენ. ეს ყველაფერი სისულელეა. ისინი ყველა პოზირებენ. ეს ყველაფერი სისულელეა, ყველა პოზირებს“, - უპასუხა ტრამპმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის