აშშ-ის სახაზინო მდივანი - პუტინმა ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც თქვა - ვფიქრობ, ტრამპის მიერ რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება

რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, - ამის შესახებ აშშ-ის სახაზინო მდივანმა, სკოტ ბესენტმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„პუტინმა ანკორიჯში შეხვედრის შემდეგ, სატელეფონო საუბრის შემდეგ, როდესაც ევროპელი ლიდერები და ზელენსკი თეთრ სახლში იმყოფებოდნენ, ყველაფერი იმის საპირისპიროდ გააკეთა, რაც მან თქვა. პირიქით, მან საზიზღარი ფორმებით, დაბომბვის კამპანია გააძლიერა. ასე რომ, ვფიქრობ, ტრამპის მიერ ყველა ვარიანტი განიხილება და მიმდინარე კვირაში ამას უფრო დეტალურად განვიხილავთ“, - განაცხადა სკოტ ბესენტმა.

ბესენტმა აშშ-სა და ინდოეთს შორის ურთიერთობის შესახებაც ისაუბრა.

„ინდოეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი დემოკრატიაა. მათი ღირებულებები უფრო ახლოს არის ჩვენთან და ჩინეთთან, ვიდრე რუსეთთან. ვფიქრობ, საბოლოოდ, ორი დიდი ქვეყანა ამ პრობლემას მოაგვარებს. მაგრამ, ინდოელები კარგი აქტორები არ ყოფილან რუსული ნავთობის შეძენისა და გაყიდვის და უკრაინაში რუსეთის ომის დაფინანსების კუთხით“, - აღნიშნა ბესენტმა.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში