თსუ-დან პარლამენტისკენ მიმავალი მარშის მონაწილეები კახა კალაძის საარჩევნო შტაბთან შეჩერდნენ - ისინი სკანდირებენ „მონებო“, „რევოლუცია“

რუსთაველის გამზირისკენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან მიმავალი მარში, „ქართული ოცნების” თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის შტაბთან დროებით შეჩერდა.

აქციის მონაწილეები სკანდირებენ - "მონებო", "რევოლუცია".

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა ოპოზიციური პარტიის ლიდერი, წევრები და მოქალაქეები.

ადგილზე აქციის მონაწილეებს სხვადასხვა შინაარსის ბანერები და საქართველოსა და ევროკავშირის დროშები აქვთ მიტანილი.

ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა