უკრაინის ენერგეტიკის სამინისტრო - ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კონტროლის უკრაინისთვის დაბრუნებისკენ მოუწოდებს

ატომური ენერგიის სააგენტოს გენერალურმა კონფერენციამ მიიღო რეზოლუცია, რომლითაც რუსეთს მოუწოდებს, ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური უკრაინის კონტროლს დაუბრუნოს, - ინფორმაციას უკრაინული მედია ქვეყნის ენერგეტიკის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დოკუმენტს, სახელწოდებით „ბირთვული უსაფრთხოება და უსაფრთხოების დაცვის ზომები უკრაინაში“, მხარი 62 წევრმა სახელმწიფომ დაუჭირა. დოკუმენტი მოუწოდებს მოსკოვს, დაუყოვნებლივ მოახდინოს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის დეოკუპაცია და დემილიტარიზაცია და ის კიევის სრული კონტროლის ქვეშ დააბრუნოს.

დოკუმენტი შეიცავს პირდაპირ მოწოდებას ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ტერიტორიიდან ყველა არაუფლებამოსილი სამხედრო და სხვა პერსონალის დაუყოვნებლივ გაყვანის შესახებ.

რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური და უკრაინაში არსებული ყველა ბირთვული ობიექტი უნდა ფუნქციონირებდეს უკრაინის კომპეტენტური ხელისუფლების სრული სუვერენული კონტროლის ქვეშ.

რეზოლუცია ასევე ადასტურებს ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს მისიის მანდატს და უწყვეტ მუშაობას.

რეზოლუცია უკრაინისა და მისი საერთაშორისო პარტნიორების მიერ იყო ინიციირებული.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის