თელავში, სოფელ ლალისყურში ავტომანქანა ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა და დაიწვა - შემთხვევის შედეგად მძღოლი დაიღუპა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლალისყურში, ავტოსაგზაო შემთხვევას 45 წლამდე მამაკაცი ემსხვერპლა.

უფრო კონკრეტულად, შემთხვევა სოფლის მიმდებარედ ხიდზე მოხდა. მსუბუქი მანქანის მძღოლმა, რომელიც ავტომანქანაში მარტო იმყოფებოდა, საჭე ვერ დაიმორჩილა და ბუნებრივი აირის მილს შეეჯახა, რამაც აალება გამოიწვია.

ადგილობრივების თქმით, ცეცხლი იმდენად სწრაფად გავრცელდა, რომ მამაკაცმა ავტომობილიდან გადმოსვლა ვერ მოასწრო.

ადგილზე სამაშველო სამსახური, სასწრაფო დახმარების ჯგუფი და პოლიციაა მობილიზებული.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა