დონალდ ტუსკი - მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაგდოთ მფრინავი ობიექტები, როდესაც ისინი ჩვენს საჰაერო სივრცეს დაარღვევენ - ამაზე აბსოლუტურად არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი უყოყმანოდ ჩამოაგდებს ნებისმიერ ობიექტს, რომელიც ქვეყნის საჰაერო სივრცეს დაარღვევს.

„ჩვენ მივიღებთ გადაწყვეტილებას, ჩამოვაგდოთ მფრინავი ობიექტები, როდესაც ისინი დაარღვევენ ჩვენს ტერიტორიას და იფრენენ პოლონეთის თავზე - ამაზე აბსოლუტურად არანაირი განხილვა არ მიმდინარეობს“, - განაცხადა ტუსკმა.

ამასთან, მისი თქმით, საჭიროა ფრთხილი მიდგომა, როდესაც სიტუაცია სრულად ნათელი არ არის.

„როდესაც საქმე გვაქვს სიტუაციებთან, რომლებიც სრულად ნათელი არ არის, როგორიცაა რუსული გამანადგურებლების ბოლოდროინდელი ფრენა Petrobaltic პლატფორმაზე - მაგრამ ყოველგვარი დარღვევის გარეშე, რადგან ეს არ არის ჩვენი ტერიტორიული წყლები - ნამდვილად საჭიროა ორჯერ დაფიქრება, სანამ გადაწყვეტილების მიღება მოხდება ქმედებებზე, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს კონფლიქტის ძალიან მწვავე ფაზა“, - დასძინა ტუსკმა.

მისივე თქმით, ასევე დარწმუნებული უნდა იყოს, რომ პოლონეთი მარტო არ იქნება, თუ კონფლიქტის ესკალაცია დაიწყება.

„ასევე აბსოლუტურად დარწმუნებული უნდა ვიყო... რომ ყველა მოკავშირე ამას ზუსტად ისე მოეპყრობა, როგორც ჩვენ“, - აღნიშნა ტუსკმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე