სერგეი ლავროვი - არასდროს ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს, ინციდენტები ხდება, მაგრამ გამიზნულ ცეცხლს არასდროს ვისვრით და არასდროს ვუშვებთ დრონებს ან რაკეტებს ევროპის სახელმწიფოებზე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, რუსეთი ნატო-ს ქვეყნებში თავის დრონებს არ უშვებს. ამის შესახებ ლავროვმა გაეროს გენერალურ ასაბლეაზე და შემდგომ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“არასდროს არ ვურტყამთ სამოქალაქო ობიექტებს. ინციდენტები ხდება, მაგრამ გამიზნულ ცეცხლს არასდროს არ ვისვრით. და ჩვენ არასდროს არ ვუშვებთ ჩვენს დრონებს ან რაკეტებს ევროპაში მდებარე სახელმწიფოებზე, ევროკავშირის წევრებზე, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებზე,” - განაცხადა ლავროვმა.

მისი თქმით, “სულ უფრო ხშირად ისმის რუსეთის წინააღმდეგ ძალის გამოყენების მუქარები, რომლებსაც ადანაშაულებენ იმაში, რომ ის ლამის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და ევროკავშირზე თავდასხმას გეგმავს”.

ლავროვის თქმით, “რუსეთს არასდროს არ ჰქონდა და არ აქვს მსგავსი ზრახვები”, ხოლო რუსეთის წინააღმდეგ ნებისმიერი აგრესია “მტკიცე წინააღმდეგობას მიიღებს”.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში