შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულია პირი, რომელმაც ქეთევან დედოფლის გამზირზე პოლიციელი დანით დაჭრა

სამართალდამცველებმა პოლიციელის დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, 1991 წელს დაბადებული მ.გ. სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის ბრალდებით დააკავეს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა თბილისში, ქეთევან დედოფლის გამზირზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პატრულ-ინსპექტორი, პოლიციის კაპიტანი 1993 წელს დაბადებული ბ.ბ. ცივი იარაღის გამოყენებით ყელის არეში დაჭრა. დაშავებული სამართალდამცველი საავადმყოფოშია მოთავსებული, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება უტარდება. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

დანაშაული 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პოლიციამ მ.გ. ბრალდებულის სახით ცხელ კვალზე დააკავა.

სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს