ხელბურთის ფედერაციის ყოფილი პრეზიდენტი - კაზინოში ადრე ვყოფილვარ, ახლა არც მიჩნდება სურვილი - თანხები ფედერაციის სასარგებლოდ იხარჯებოდა, ბენზინი ხომ უნდა ჩამესხა მანქანაში

კაზინოში ადრე ვყოფილვარ, ახლა არც მიჩნდება სურვილი - თანხები ფედერაციის სასარგებლოდ იხარჯებოდა, ბენზინი ხომ უნდა ჩამესხა მანქანაში - ამის შესახებ საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზურაბ კაკაბაძემ სასამართლო პროცესზე განაცხადა.

აღნიშნულით მან, პროკურორის ლაშა ფანჩულიძის შუამდგომლობას უპასუხა, რომლის მიხედვითაც, კაკაბაძემ ფედერაციის კუთვნილი 350 000 დოლარის ფსონი "აჭარისა" და "რედისონის" კაზინოებში დადო.

"ცოტა ჩემთვის მოულოდნელი იყო, რაც ბატონმა პროკურორმა აღნიშნა. რაც შეეხება კაზინოს, კაზინოშიც ვყოფილვარ, მაგრამ ამხელა თანხებზე... პანდემია სანამ დაიწყებოდა, კაზინოში არ შევსულვარ, კაზინო აკრძალული არაა, მაგრამ არ ვყოფილვარ. ადრე ვყოფილვარ, [ახლა] არც მიჩნდება სურვილი.

გაუგებარია აუდიტის დასკვნა. შევქმნათ კომისია, რომ ეს გაუგებრობა არ იყოს... 24 საათიან რეჟიმში ვიმუშავე და შევქმენი ნულიდან, გვყავდა ლეგენდები, მაგრამ წარმატებული ფედერაცია შევქმენი. ძალიან გული მწყდება, გაუგებრობაში რომ მოვხვდი. არასდროს დავმალულვარ, ეს თანხები ფედერაციის სასარგებლოდ იხარჯებოდა, რაღაც თანხები იყო კი, ბენზინი ხომ უნდა ჩამესხა მანქანაში", - განაცხადა კაკაბაძემ.

ცნობისთვის, პროკურატურამ გამოძიება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის საფუძველზე დაიწყო. ზურაბ კაკაბაძეს საქართველოს ხელბურთის ეროვნული ფედერაციის კუთვნილი 464 496 ლარის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისებას ედავებიან.

კაკაბაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ მითვისება, ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე