მე პირადად, რაც ღია წყაროებიდან ვნახე, რომ მის [ე.წ. ბლაჟევიჩის] ორგანიზაციაში სხვათა შორის, ერთ-ერთი ქართველიც მუშაობას და საინტერესოა - აქ შეიძლება გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულიც კი გვქონდეს, თუკი არადეკლარირებული ფული იხარჯება საქართველოში, დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს დააკვირდება, შეისწავლის , - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ღია წყაროებიდან, რაც ჩანს, თვითონ ორგანიზაცია მილიონობით გრანტებს გასცემს აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში.
„მე პირადად, რაც ღია წყაროებიდან ვნახე, რომ მის [ე.წ. ბლაჟევიჩის] ორგანიზაციაში სხვათა შორის, ერთ-ერთი ქართველიც მუშაობს და საინტერესოა. არ იცი, ნასწავლი გვაქვს ისტორიაში, რომ ქართველები, რომელიც სხვა ქვეყანაში გადაიხვეწებოდნენ, შემდეგ იქიდან ურევდნენ საკუთარი ქვეყნის ცხოვრებას. ამას ვხედავთ დღესაც იმიტომ, რომ ამ ორგანიზაციაშიც მუშაობენ, თუ მასთან თანამშრომლობენ სახელით და გვარით ქართველები, თუმცა თავისი სულით უცხო დროშის მოფრიალე ადამიანები.
ღია წყაროებიდან, რაც ჩანს, თვითონ ორგანიზაცია მილიონობით გრანტებს გასცემს, ფულს გასცემს სპეციფიკურად აღმოსავლეთ ევროპისა და კავკასიის რეგიონში. აქედან შეგვიძლია ჩვენ ვივარაუდოთ, რომ საქართველოშიც ხარჯავს ფულს სავარაუდოდ, რაც ფაქტია, რომ არ არის შეთანხმებული და არც გამჭვირვალე. ასე რომ ყველაფერთან ერთად, აშკარაა, რომ სპეცსამსახურების სტილის ქმედებები არის. ყველაფერთან ერთად, ასევე ჩანს, აქ შეიძლება გარკვეული სისხლის სამართლის დანაშაულიც კი გვქონდეს, თუკი ფული იხარჯება საქართველოში, არადეკლარირებული ფული, როგორც გამჭვირვალობის, ისე საგადასახადო მხრივ. ასე რომ დარწმუნებული ვარ, უსაფრთხოების სამსახური ამ ყველაფერს დააკვირდება, შეისწავლის. ჩვენი ამოცანა კი, ამ ყველაფრის პოლიტიკურად მხილებაა.
კიდევ ერთხელ, ქართველების იმედგაცრუება, რომ ჩვენ გვინდოდა ევროკავშირი მშვიდობისთვის და ჩვენ ევროკავშირიდან ვიღებთ მხოლოდ მტრობის, გაყოფის და შუღლის წახალისებას, რაც არის კატასტროფა ევროკავშირისთვის, რომელიც დღევანდელი ხელმძღვანელობის წყალობით აცდენილია ყველანაირ ღირებულებას, რასაც კი ზოგადად, ცივილიზებულმა კაცობრიობამ მიაღწია“-განაცხადა პაპუაშვილმა.
შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ტელეკომპანია „იმედმა“ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის თანახმად, „ოპოზიციას რევოლუციურ სცენარს, პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს“.