ლევან გოგიჩაიშვილი - ივანიშვილმა მდინარაძეს დილით გენერლობა მისცა და საღამოს კოორდინატორად დანიშნა - ივანიშვილის ბუნებაა, ადამიანი ლიმონივით გამოწუროს და მერე გადააგდოს

ივანიშვილმა მდინარაძეს დილით გენერლობა მისცა და საღამოს კოორდინატორად დანიშნა, - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან გოგიჩაიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“ განაცხადა.

ლევან გოგიჩაიშვილის განმარტებით, მამუკა მდინარაძის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა ნიშნავს, რომ მდინარაძე „ჩამოლაბორანტებულია“.

მამუკა მდინარაძებიძინა ივანიშვილი მოექცა ისე, როგორც ექცევა ყველას, როდესაც გამოიყენებს. ძალიან ბევრი ბინძური საქმე გააკეთებინა. ღარიბაშვილის, ლილუაშვილის დაკავება თავიდან-ბოლომდე მდინარაძეს გააკეთებინა. „შავი საქმე“ გააკეთებინა. იქ, რაღაც ფულის თემებიც იყო, მოჩვენებითი კორუფციასთან ბრძოლა იყო, ფულის ამოღების მცდელობები იყო, რაზეც ივანიშვილი თვლიდა, რომ ამ ხალხმა კი მოიპარა ფული, მაგრამ ჩემთან არ მოიტანა იმდენი, რამდენიც უნდა მოეტანა. როგორც ჩანს, მამუკა მდინარაძე დახარბდა თანამდებობას, სუს-ის ხელმძღვანელობას. შვიდი თვის წინ მდინარაძეს რომ იმის განცდა ჰქონოდა, რომ შვიდ თვეში სხვაგან გადაიყვანდნენ, მოისვრიდნენ, რა თქმა უნდა, ის არ გავიდოდა პარლამენტიდან. ივანიშვილმა მდინარაძე გამოიყენა, ბინძური საქმეები გააკეთებინა, ლილუაშვილი დააჭერინა, ღარიბაშვილი დააჭერინა, ის ხალხი დააჭერინა, ვინც „ქართული ოცნებისთვის“ თავს იკლავდა, თავისი საქმე გააკეთა და კარგად იყავი.

ორი სიტყვით რომ ავხსნათ, დაახარბეს თანამდებობას, ხელი მოაწერინეს ღარიბაშვილისა და ლილუაშვილის დაჭერაზე და 7 თვეში გამოაპანღურეს. ივანიშვილის ბუნებაა, ადამიანი ლიმონივით გამოწუროს და მერე გადააგდოს. ის გაუკეთა მდინარაძეს, რაც აქამდე გაუკეთა ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, გომელაურს, ამ ადამიანის უმადურობა დაუმთავრებელია, ამოწურავს ადამიანს, ამოთითხნის ბინძურ საქმეებში, ჩირქს მოსცხებს და გადააგდებს.

[სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა] უპორტფელო სამინისტროა, სტაფი იქნება თავიდან ბოლომდე აპარატი და არანაირი ფუნქცია არ ექნება. მეტსაც გეტყვით, ათი კაცი, ვინც მდინარაძეს ურეკავდა ან ის ურეკავდა და ტელეფონს იღებდა, ჩათვალეთ, რომ განახევრდება დღეს და ხვალ. რამდენიმე თვეში შეიძლება ერთმა კაცმა გასცეს პასუხი. ჩვეულებრივად ჩამოლაბორანტებულია”, - განაცხადა ლევან გოგიჩაიშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია