კახა კალაძე ჟურნალისტს - ჩემზე ნუ ინერვიულებთ, იმდენი გაქვთ სანერვიულო - ჩემ თავს და გუნდს ჩვენ მივხედავთ

გადანაცვლება არ არის ის, რომ რაიმე პრობლემა არსებობს, ან რაიმე წარმოადგენს პრობლემას კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ - არ აქვს მნიშვნელობა რომელ უწყებაში იქნები, ან რომელ თანამდებობაზე. მთავარია გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ქვეყნის მომავალს და ხალხს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რითაც სამთავრობო ცვლილებებს გამოეხმაურა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გუნდში ხშირად ხდება ცვლილებები და „არაფერია გასაკვირი“.

„ყველა სამსახურის მუშაობა მიმართულია იქით, რომ ემსახურო ქვეყანას და ხალხს. არ აქვს მნიშვნელობა რომელ უწყებაში იქნები, ან რომელ თანამდებობაზე. მთავარია გააკეთო ის საქმე, რაც სჭირდება ქვეყნის მომავალს და ხალხს. მინდა წარმატებები ვუსურვო თითოეულ მათგანს.

რაც შეეხება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობას, იქმნება სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელიც კოორდინაციას გაუწევს შესაბამის უწყებებს - შინაგან საქმეთა სამინისტრო, სუს-ი. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო თანამდებობაა. ამ უწყებების სწორი და ეფექტური მუშაობა მნიშვნელოვანია.

გადანაცვლება არ არის ის, რომ რაიმე პრობლემა არსებობს, ან რაიმე წარმოადგენს პრობლემას კონკრეტული თანამდებობის პირის მიმართ“, - აღნიშნა კალაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, ვადის ბოლომდე იქნება თუ არა თანამდებობაზე, კალაძე პასუხობს: „ჩემზე ნუ ინერვიულებთ იმდენი გაქვთ სანერვიულო. ჩემ თავს და გუნდს ჩვენ მივხედავთ. იმდენად მძიმე მდგომარეობაში ხართ, გუშინ ერთად იყავით იკრიბებოდით და დღეს დედას აგინებთ ერთმანეთს. მიხედეთ საკუთარ თავს“.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - არა ვარ დარწმუნებული, რომ ივანიშვილს არ უნდოდეს საქართველოში განვითარების სინგაპურის მოდელის გადმოტანა, ვნახოთ, როგორ შეეგუება საქართველო სინგაპურიზაციის ივანიშვილისეულ მცდელობას
ქართული პრესის მიმოხილვა 23.07.2026
Galaxy Unpacked 2026 - დასაკეცი სმარტფონების ახალი ეპოქა იწყება
ნათია ლოლაძეს ესექსის უნივერსიტეტმა საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
SBC Summit Tbilisi-ს რეკორდული რაოდენობის, 44 ქვეყნის 2500-მდე დელეგატი დაესწრო