ბერდია სიჭინავა - მდინარაძეს ფოსტალიონის ფუნქცია ექნება სულხან თამაზაშვილსა და გეკა გელაძეს შორის, კობახიძეს კი გასაგდებად ამზადებს ივანიშვილი - ასეთ სამთავრობო ცვლილებებს ჩვენი პარტიის მხარდაჭერა ვერ ექნება

ასეთ სამთავრობო ცვლილებებს ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან მხარდაჭერა ვერ ექნება, - ასე უპასუხა პარტია „გახარია საქართველოსთვის” აღმასრულებელმა მდივანმა, ბერდია სიჭინავამ კითხვას, დაუჭერს თუ არა მხარს „გახარია-საქართველოსთვის“ გუნდი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობაზე გელა გელაძეს.

მისი შეფასებით, სამთავრობო ცვლილებებით მოქალაქეებისთვის არაფერი შეიცვლება.

„ჩვენს საპარლამენტო გუნდის მხარდაჭერა არ ექნება შემოთავაზებულ საკადრო ცვლილებებს ძალიან მარტივი მიზეზის გამო - დემოკრატიულ საზოგადოებაში ცვლილება ემსახურება რაღაცის გაუმჯობესებას, ადამიანის ყოფის გაუმჯობესებას, სოციალურ-ეკონომიკური და უსაფრთხოების პრობლემების გადაწყვეტას. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მოცემულ შემთხვევაში, ამ საკადრო ცვლილებებით რიგითი ადამიანებისთვის არაფერი იცვლება. სისტემა საკუთარ მოქალაქეებზე ძალადობს და დასჯილი არ ჰყავს არცერთი მოძალადე ჟურნალისტების, მოქალაქეების, ახალგაზრდების მიმართ, შესაბამისად, ასეთ სამთავრობო ცვლილებებს ჩვენი პოლიტიკური გუნდისგან მხარდაჭერა ვერ ექნება“, -განაცხადა სიჭინავამ.

გარდა ამისა, მან სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შექმნაც შეაფასა, რომელსაც მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს. ბერდია სიჭინავას თქმით, „ეს არის მამუკა მდინარაძის ჩამოქვეითება“.

„ეს არის პირდაპირი ინდიკატორი, რომ ირაკლი კობახიძეს გასაგდებად ამზადებს ბიძინა ივანიშვილი. არანაირი მაკოორდინირებელი ფუნქციის მატარებელი მამუკა მდინარაძე ვერ იქნება. როგორ წარმოგიდგენიათ, ფოსტალიონი უნდა იყოს სულხან თამაზაშვილსა და გეკა გელაძეს შორის? რისი კოორდინაცია, ფოსტალიონის ფუნქცია ექნება, მაკოორდინირებელი უწყება იყო ეროვნული უშიშროების საბჭო და ის გააუქმეს. კობახიძემ თქვა, მე თვითონ ვიქნები კოორდინატორიო. სამინისტრო, რომელსაც თავისი შენობა არ ექნება და ორ ოთახში იქნება კანცელარიაში გამოკეტილი, როგორ წარმოგიდგენიათ, რომ დიდი ფუნქციების მატარებელი იყოს. მე ამის წარმოდგენა მიჭირს. ეს საკადრო პოლიტიკას დაეტყობა.

„ოცნების“ გუნდში კარგად იციან, რომ გარდაუვალი პროცესი იქნება ირაკლი კობახიძის თანამდებობიდან გადაყენება, ამას ყველაზე კარგად ხვდება ირაკლი კობახიძეც და მამუკა მდინარაძეც“, - განაცხადა სიჭინავამ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. მდინარაძეს ასევე დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

დავით ზურაბიშვილი - ვეთანხმები მოსაზრებას, რომ დღეს არსებული ოპოზიციური ისტებლიშმენტი და პოლიტიკური სპექტრი ამ ხელისუფლების დამმარცხებელი არ არის
ქართული პრესის მიმოხილვა 20.04.2026
Kia საქართველო მომხმარებლებს ავტომობილის ფლობის სრულად გამჭვირვალე სტანდარტს სთავაზობს
სასტუმრო „რადისონ ბლუ თბილისი“ თუთუ კილაძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას მასპინძლობს
NMG სკოლების მხარდაჭერის პროექტს აგრძელებს - ჰოლდინგი ამჯერად გურიასა და სვანეთს ეხმარება
Acıbadem-ის გლობალური სამეცნიერო ძალა: სამი წამყვანი ექიმი მსოფლიოს ყველაზე გავლენიან მეცნიერთა შორის
აპლიკაცია SilkGo და ვიდეოპორტალი Myvideo გაერთიანდა
სასტუმრო „ტელეგრაფის“ ახალი სივრცე „Network Lounge by Silknet“ პირველ გამოფენას მასპინძლობს