თაზო დათუნაშვილი - ფუნქციებიდან გამომდინარე დავასკვენით, რომ მდინარაძეს თამაზაშვილსა და გელაძეს შორის უნდა ეკურიერა, საბოლოოდ კი კობახიძის მდივან-რეფერენტი იქნება, ტიპაჟიდან გამომდინარე, ალბათ, ძალოვნებს ვერ ელაპარაკება მარტივად და ამაში დასჭირდება

ჯერ, თვითონ როგორც თქვეს, სამთავრობო „ჩეკისტი“ ძალოვანი სტრუქტურების კურატორი უნდა გამოსულიყო - ახლა, საბოლოოდ, ყველაფერი „დაჯდა“, რომ იქნება ბატონი კობახიძის მდივან- რეფერენტი, რომელიც დაეხმარება ძალოვნებთან ლაპარაკში,- ამის შესახებ „ლელო-ძლიერი“ საქართველოს აღმასრულებელმა მდივანმა თაზო დათუნაშვილმა მამუკა მდინარაძის სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა.

დათუნაშვილის თქმით, კობახიძე ალბათ თავად მარტივად ვერ ელაპარაკება ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლებს, „საკუთარი ტიპაჟიდან გამომდინარე“.

„ჯერ, თვითონ როგორც თქვეს, სამთავრობო „ჩეკისტი“უნდა გამოსულიყო ძალოვანი სტრუქტურების კურატორი. მერე, ფუნქციებიდან გამომდინარე, რაც დავასკვენით, კურიერის ფუნქცია უნდა შეესრულებინა თამაზაშვილსა და გელაძეს შორის, თავის ორ მეგობარს შორის უნდა ეკურიერა და ახლა, საბოლოოდ, ყველაფერი „დაჯდა“, რომ იქნება ბატონი კობახიძის მდივან- რეფერენტი. ალბათ, კობახიძეს ასე უნდა, რომ ჰყავდეს ახალი მდივან-რეფერენტი, რომელიც დაეხმარება ძალოვნებთან ლაპარაკში. გამომდინარე კობახიძის ტიპაჟიდან, ალბათ, ძალოვნებს ვერ ელაპარაკება მარტივად და მდივან-რეფერენტი ამაში დასჭირდება“, - განაცხადა დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ამასთან, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობაზე საქართველოს პარლამენტს გელა გელაძის კანდიდატურა წარედგინება, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრად აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი დაინიშნა.

ვახტანგ ძაბირაძე - ახლა რუსეთი ყველა იმ მიმართულებაზე შეეცდება სათავისო პოზიციების გაძლიერებას, სადაც ეს შესაძლებელია, როგორც ჩანს, საქართველოს მიმართულება ერთ-ერთი ასეთია
პარტიების აკრძალვა ქართულ სახელმწიფოსა და ქართველ ხალხზე რუსეთის ჰიბრიდული თავდასხმის შემდგომი ეტაპია, ხოლო იარაღი - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო
ქართული პრესის მიმოხილვა 19.10.2026
„ვისოლის“ მრბოლელები NASCAR Euro Series-იდან ჩემპიონისა და ვიცე-ჩემპიონის ტიტულებით დაბრუნდნენ
ევროპული წარმოების „SeaWill“-ისა და „Food Luck“-ის პროდუქტები საქართველოს ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია
რა ღირს ბუღალტრული მომსახურება საქართველოში და რის მიხედვით განისაზღვრება ფასი?
ახალი სტანდარტი უძრავი ქონების ბაზარზე - Livo.ge პრემიერ-აგენტის სტატუსის დამკვიდრებას იწყებს
სილქ როუდ ჯგუფმა წლის საუკეთესო მაღალშემოსავლიანი ობლიგაციების ტრანზაქციის ჯილდო მოიპოვა