პრემიერი - მე პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია - მიუხედავად პრობლემებისა, რომელიც დაგროვილი იყო, ზელენსკი იმ ქვეყნის პრეზიდენტია, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, ეს ქვეყანა ჩვენი მეგობარია

მე პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია - ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, ეს ქვეყანა ჩვენი მეგობარია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად ზელენსკისთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) მე-8 სამიტის ფარგლებში, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შესახებ საუბრისას განაცხადა.

პრემიერის თქმით, ყველანაირად არიან დაინტერესებულები, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები.

„რა თქმა უნდა, გამოწვევები არსებობს. ეს გამოწვევები დაგროვდა, თუმცა ჩვენს ქვეყნებს შორის მეგობრობას და ურთიერთობას ძალიან ხანგრძლივი ისტორია აქვს. მზად ვართ, ყველაფერი გავაკეთოთ, იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები მაქსიმალურად აღდგეს, ეს ყველაფერი აისახოს ურთიერთობებში ხელისუფლებებს შორის.

ყველა გონივრული ნაბიჯი ჩვენი მხრიდან შეიძლება გადაიდგას. ბუნებრივია, ვგულშემატკივრობთ უკრაინელს ხალხს, რომელიც დღეს ურთულეს მდგომარეობაშია. სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინას, უკრაინელ ხალხს. ყველანაირად ვართ დაინტერესებულები, რომ არსებობდეს მეგობრული ურთიერთობები როგორ ქვეყნებს შორის, ასევე ხელისუფლებებს შორის. დაველოდოთ, მოვლენების განვითარებას.

გუშინდელ საუბართან დაკავშირებით დეტალებს ვერ ვიტყვი. პრობლემები რაც იყო რჩება, არსად წასულა არც ადეიშვილი, ლორთქიფანიძე, არც ის განცხადებები, რომელიც კეთდებოდა, არც ელჩის გაწვევის გადაწყვეტილება და ასე შემდეგ. გუშინ არსებითად მეგობრულ საუბარზე ვიყავით კონცენტრირებული. სიღრმეში არ შევსულვართ, მათ შორის პრობლემებთან დაკავშირებით. პრობლემები იყო და არსად წასულა, მომავალზე ორიენტირებული უნდა ვიყოთ.

მე პირადად, ზელენსკი ნეგატიურ კონტექსტში არასდროს მიხსენებია. ამას მარტივი მიზეზი აქვს, მიუხედავად იმ პრობლემებისა, რომელიც დაგროვილი იყო, ზელენსკი არის იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც დღეს ომის მდგომარეობაშია, ეს ქვეყანა ჩვენი მეგობარია. აქედან გამომდინარე, ყოველთვის ვუფრთხილდებოდი ჩემს სიტყვებს კონკრეტულად ზელენსკისთან დაკავშირებით. პრობლემები, რაც იყო არსად წასულა, თუმცა, მომავალზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული“, - აღნიშნავს პრემიერი.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!