გიორგი კეკელიძე - დღეიდან დედა-ენა ხელოვნური ინტელექტის უკიდეგანო ოკეანეში გზის მცოდნე გემად გაცურავს

ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტის ფარგლებში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი გოგებაშვილის „დედაენას“ AI-სთვის გასაგებ, კვლევით მასალად ამუშავებს. „დედაენამ“, რომელიც საუკუნეზე მეტია ქართული ენის ერთ-ერთი მთავარი საყრდენია, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში ახალი დატვირთვა შეიძინა. პროექტის ავტორებმა BTUAI-ის დახმარებით, „დედაენის“ ლოგიკა უკვე გადაიყვანეს კოდირებულ სისტემაში.

ხელოვნურმა ინტელექტმა ქართული ენა მხოლოდ სიტყვების დონეზე არ უნდა დაამუშაოს. მან უნდა გაიგოს, როგორ გამოიხატება აზრი და რა სტრუქტურას ეფუძნება ეს პროცესი - სწორედ ეს გახლავთ ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის პროექტი. დედაენა გვაჩვენებს, როგორ იწყებს ქართული ენა აზრის აგებას ყველაზე მარტივი ერთეულებიდან: ასოდან, ბგერიდან, მარცვლიდან, სიტყვიდან, წინადადებიდან და პატარა სცენიდან. აღნიშნული ლოგიკა გახდა BTU-სთვის საფუძველი, ქართული ენა AI-ისთვის არა მხოლოდ ტექსტად, არამედ შიდა სტრუქტურის მქონე სისტემად დაენახა. მისი ერთეულებად დაშლით გამოჩნდა, რომ გოგებაშვილის ლოგიკა შემთხვევითი სასწავლო თანმიმდევრობა არ არის. მასში ჩანს ენის აგების მკაფიო გზა - ნიშანი გადადის ბგერაში, ბგერა მარცვალში, მარცვალი სიტყვაში, სიტყვა ობიექტში, ობიექტი წინადადებაში, წინადადება აზრში, აზრი კი კულტურულ მნიშვნელობაში.

„დედაენის“ კოდირებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ქართულენოვან AI-ს სჭირდება არა მხოლოდ მოცულობითი ტექსტური მასალა, არამედ ქართული ენის შიდა სასწავლო ლოგიკა.

„იაკობ გოგებაშვილის დედა-ენა არის ჩვენი დღევანდელი იდენტობის ერთი ძირითადი გასაღები. „აი-ია“ მაგიური კოდია, რომლის გათავისების მერე, გალაკტიონს მცირე ალუზია რომ გავბედოთ, იოლად იტყვი - „წვეთი ფიქრი არ არის ჩემში არაქართული“.

დღეიდან დედა-ენა ხელოვნური ინტელექტის უკიდეგანო ოკეანეში გზის მცოდნე გემად გაცურავს“, - აცხადებს მწერალი, ქართული ენის სუვერენიტეტის პროექტის ამბასადორი გიორგი კეკელიძე.

BTU-ს მიერ შესრულებული სამუშაო ამ მიმართულებით პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პროექტის ფარგლებში პროცესი აღიწერება ფუნქციურად: რას ასწავლის, რა როლს ქმნის, რა კოგნიტიურ მოქმედებას იწვევს, რა კონტექსტს მოითხოვს და სად შეიძლება შეცდეს AI.

ამგვარად, „დედაენის“ კოდირება ქართული ენის სიღრმისეული ინფორმაციულ-მათემატიკური მოდელირების საფუძველი გახდა.

როგორც BTU-ს მკვლევრები აღნიშნავენ, „დედაენის“ კოდირება მხოლოდ ტექნიკური პროცესი არ არის. ეს არის მცდელობა, ქართული ენის პირველი სასწავლო სისტემა გადაიქცეს AI-ისთვის გასაგებ სტრუქტურად. უნივერსიტეტში აცხადებენ, რომ BTU-სთვის ეს არის ეროვნული მნიშვნელობის პროექტი. უკვე შესწავლილმა ზოსიმეს ტექსტმა აჩვენა, რომ ქართული ენის ღრმა ლოგიკა თავად ენაში უნდა ვეძებოთ. „დედაენამ“ კი დაალაგა ეს ლოგიკა პრაქტიკულად - ასოდან აზრამდე.

სწორედ ამიტომ „დედაენის“ კოდირება არის ქართული ენის ციფრული სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპი.

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 17.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ