თამარ ონიანი - „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ (საია) სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედრო პირების საქმეები მოიგო.

როგორც საია-ს თავმჯდომარე, თამარ ონიანი სოციალურ ქსელში წერს, ევროსასამართლომ სამხედრო პირების ინდივიდუალურ საქმეებში რუსეთის ფედერაციას სიცოცხლის უფლების მატერიალური და პროცედურული ნაწილების დარღვევა დაუდგინა.

მისი განმარტებით, „სახელმწიფოთაშორის საქმეში მხოლოდ პროცედურული დარღვევა დადგინდა და ეს განვითარება არის ყველაზე სწორი, რაც საერთაშორისო სასამართლოს შეეძლო, რომ ომის საქმეზე ამ გადაწყვეტილების შემდეგ გაეკეთებინა”.

აღნიშნულ საკითხზე დეტალურ ინფორმაციას ორგანიზაცია საზოგადოებას 15:00 საათზე მიაწვდის.

„ისტორიული და ემოციური დღეა, რადგან ის სიმართლე, რომელიც ისედაც ვიცით, სტრასბურგის სასამართლოს მიერაც დადასტურდა.

ეს არის 2021 წელს სახელმწიფოთაშორისი საქმის გადაწყვეტიდან (Georgia v. Russia II) პირველი შემთხვევა, როდესაც ინდივიდუალურ საქმეებში სასამართლომ განიხილა რუსეთის ფედერაციის იურისდიქციის საკითხი სამხედრო ტყვეებთან მიმართებით და ავტომატურად არ თქვა, რომ საომარი მოქმედებების შეფასებებში ვერ შევიდოდა. [ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, არ მარტო, საქართველოსთვის, არამედ კონვენციური სისტემისთვისაც].

რუსეთის ფედერაციამ მოკლა გიორგი ანწუხელიძე;

რუსეთის ფედერაციამ მოკლა კახაბერ ხუბულური;

რუსეთის ფედერაციამ მოკლა უშანგი სოფრომაძე;

რუსეთის ფედერაციამ აწამა გიორგი ანწუხელიძე;

რუსეთის ფედერაციამ აწამა უშანგი სოფრომაძე;

რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ხუბულური;

რუსეთის ფედერაციამ აწამა დავით მალაჩინი;

რუსეთის ფედერაციამ აწამა ზაზა კავთიაშვილი;

რუსეთის ფედერაციამ აწამა იმედა კუთაშვილი;

რუსეთის ფედერაციამ აწამა მალხაზ მელაძე;

რუსეთის ფედერაციამ აწამა კახაბერ ზირაქაშვილი.

რუსეთის ფედერაციამ არ გამოიძია არც ერთი ეს საქმე.

ეს საქმეები გაიგზავნა 2009 და 2010 წელს. მათზე 18 წლის განმავლობაში, სამართალწარმოების სხვადასხვა ეტაპზე იმუშავა ამ პერიოდიდან საიას ყველა თაობამ დღევანდელ დღემდე. ამ საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში სიმართლის დადგენა არის ამ ქვეყნის ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი. ჭეშმარიტი ეროვნული ინტერესი ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც სამშობლო და მისი სუვერენიტეტი სწორად ესმის”, - წერს თამარ ონიანი სოციალურ ქსელში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე