ნანა სანდერი - პენიტენციური დეპარტამენტი აზიანებს ჩემს ჯანმრთელობას - თვითმკვლელობის მცდელობამდე მიმიყვანეს და აქეთ მე დამაჯარიმეს

4 ოქტომბერს, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულ ნანა სანდერის განცხადებით, მან პენიტენციურ დაწესებულებაში სუიციდი სცადა, რის გამოც, დააჯარიმეს.

შესაბამისი განცხადება მან სასამართლო პროცესზე გააკეთა.

სანდერი სუიციდის მცდელობამდე მიყვანაში პენიტენციურ დეპარტამენტს ადანაშაულებს.

„პენიტენციური დეპარტამენტი არათუ ზრუნავს, არამედ აზიანებს ჩემს ჯანმრთელობას, ნინო ქუთათელაძემ მიმიყვანა თვითმკვლელობის მცდელობამდე, 28 აპრილს. 5 მაისს, ამაზე განვაცხადე და ნესტან ვერულაშვილისგან [ციხის დირექტორი] მივიღე სასჯელი, აქეთ მე დამაჯარიმეს, რას მეუბნება სახელმწიფო, თავი რატომ არ მოვიკალი?

დარეჯან ოქუაშვილი და ნესტან ვერულაშვილი ჩემს წამებაში იყვნენ ჩართულები, როცა ციხეში მიმიღეს, განმარიდეთ ეს ადამიანები, ისინი აზიანებენ ჩემს ჯანმრთელობას, 12 ივნისს გენინსპექციაში დავრეკე, მიზანმიმართულად ხდება ეს ყველაფერი… ყველა ინფორმირებულია და ამ ადამიანების განრიდება არ ხდება, ხომ შეუძლიათ სხვა თანამშრომელმა მომაწოდოს წყალი, სხვამ გამასეირნოს? უნდათ, რომ მომკლან…

ამ ადამიანს [ნესტან ვერულაშვილი] არ უნდოდა გარეთ გავეყვანე… ეს ადამიანი მაყენებს მე შეურაცხყოფას, მეც შემეხო, ჩემს ოჯახს, დედაჩემს შეეხო...

მემუქრება, 10 წელს არ გაკმარებთ 20 წელი ჩაგალპობთ ციხეშიო… საჩივრებს ვწერ რუსთავის სასამართლოში, მაგრამ ხარვეზდება. ორი ახსნა-განმარტება დავწერე, სადაც ვწერ, რომ ეს ადამიანი მემუქრება, თურმე დედაჩემს არ უსწავლებია ჩემთვის ვაჟა-ფშაველა და მე რა ქართველი ვარ.

ოქმში ჩამიწერა, რომ მე ვემუქრებოდი. გუშინწინ, როცა შემოვიდა საკანში, მე უფლება არ მივეცი გავსულიყავი და ისე შევემოწმებინე, ვუთხარი ნარკოტიკი შეიძლება ჩამიდოთ-მეთქი. ეს სახელმწიფო არ იცავს ჩემს უფლებებს…

ქრისტიანული გაგებით, ქრისტიანული რწმენით, სუიციდი არის ცოდვა და ის ადამიანები, რომლებმაც მიმიყვანეს აქამდე, ის ადამიანები მეუბნებიან, რატო არ მივიყვანე ბოლომდე… ევროსაბჭოს მივმართავ, ყველა დასავლურ სტრუქტურას",- განაცხადა სანდერმა.

ლევან ლორთქიფანიძე - რიგითი მოქალაქეების პოლიტიკურ ხაფანგში აღმოჩენაზე მთავარ პასუხისმგებლობას „ქართულ ოცნებას“ ვაკისრებ
ქართული პრესის მიმოხილვა 22.06.2026
GEMS School Management საქართველოში შემოდის - Omnia Isani-ში საერთაშორისო სკოლა გაიხსნება