სახალხო დამცველი - გამოიკვეთა, რომ სასამართლო პრაქტიკა, გარდა ძალიან მცირე, საგამონაკლისო შემთხვევებისა, უმეტესად პატიმრობასა და გირაოს ღონისძიებებს იყენებს

სახალხო დამცველმა, ლევან იოსელიანმა ისაუბრა თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებული უფლებრივი გარანტიების დაცვის მიმართულებით სისხლის სამართლის პროცესში აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკასა და მის შესაბამისობაზე ადამიანის უფლებათა სტანდარტებთან.

როგორც იოსელიანმა პარლამენტში გამოსვლისას აღნიშნა, 958 სასამართლოს განჩინების კვლევისას გამოიკვეთა, რომ სასამართლო პრაქტიკა, გარდა ძალიან მცირე, საგამონაკლისო შემთხვევებისა, უმეტესად პატიმრობასა და გირაოს ღონისძიებებს იყენებს. პრობლემურია ასევე, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების/შეცვლის შემთხვევაში გასაჩივრების უფლების ფორმალურობის საკითხი, რაც ძირითადად გამომდინარეობს საკანონმდებლო დანაწესებიდან, რომლებიც აღკვეთის ღონისძიებასთან დაკავშირებული საჩივრის დასაშვებობის უკიდურესად მწირ საფუძვლებს ითვალისწინებს.

ანგარიშში განსაკუთრებული ადგილი ეთმობა, უვადო თავისუფლება აღკვეთილი პირების უფლებრივი მდგომარეობის მიმოხილვას. 2025 წლის მდგომარეობით, პენიტენციურ სისტემაში სასჯელს იხდიდა სულ 92 უვადოდ თავისუფლებააღკვეთილი პირი (3 ქალი, 89 კაცი).

„აღსანიშნავია, რომ 2025 წელს, პირობით ვადამდე კვლავ არცერთი უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირი არ გათავისუფლებულა. ასევე, არცერთ მათგანს არ შეცვლია სასჯელი უფრო მსუბუქი სახის სასჯელით.

საანგარიშო პერიოდში აპარატმა დაიწყო კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სისტემური პრობლემის შესწავლა, რომელიც უკავშირდება ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის პროცესში არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის ავტომატურ და ბლანკეტურ შეზღუდვას.

საგულისხმოა, რომ კანონი ბრალდებულის პირადი ცხოვრების უფლების შემზღუდავი გადაწყვეტილების მიღების პროცესში არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის საკითხზე რაიმე სპეციალურ რეგულაციას არ აწესებს.

აუცილებელია, კანონით განისაზღვროს კონკრეტული წესი, რომლის თანახმადაც, საგამოძიებო ორგანოს დაევალება, ბრალდებულისთვის გარესამყაროსთან კომუნიკაციის უფლების შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, ბრალდების სპეციფიკისა და საქმის ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე, განიხილოს ბრალდებულისთვის დაწესებული შეზღუდვის მის არასრულწლოვან შვილზე გაუვრცელებლობის შესაძლებლობის საკითხი”, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე -  აკაკი ბაქრაძის ძალიან ბრძნული გამონათქვამით, საზოგადოებაში ცვლილებები მაშინ ხდება, როცა ერის შინაგანი ენერგია მდგრადობის ზღვარს აღწევს, მეჩვენება, რომ ეს მომენტი ახლოვდება
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Chery Tiggo 7 4x4 - ოჯახური კროსოვერი სენა ავტო ჯგუფისგან, სპეციალური აქციით
ტრუჩილოს, იტალიური ყავის გემოს ისტორია Wendy's-ში
როგორ იქცა Rinox სარემონტო და ინტერიერის სფეროს ერთ-ერთ გამორჩეულ და ლიდერ კომპანიად?!
„Trucillo-ს“ იტალიური ყავის აქციების სეზონი „სმარტში“
გამარჯვება გაზიარებით იწყება - სოკარის მასშტაბური გათამაშება დასრულდა!
21-23 სექტემბერს „ბიბლუსში“ „თან საკითხავის“ სერიაზე 50%-იანი ფასდაკლება გელოდებათ