უკრაინის საგარეო უწყება ვლადიმერ პუტინს პასუხობს- ომში დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ - ეს ხომ ნამდვილი გამარჯვებაა

ისე საუბრობთ, ზედიზედ მეხუთე წელია, თითქოს ომს მოიგებთ, - ასე ეხმაურება უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი გეორგი ტიხი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებას უკრაინასთან დაკავშირებით.

„რეალობა: დაიწყეთ აგრესიული ომი იმ იმედით, რომ სწრაფად მოიგებდით; ოთხ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, დაახლოებით 1.3 მილიონი ადამიანის დაკარგვის მიუხედავად, ვერც ერთ მიზანს ვერ მიაღწიეთ; თქვენი ნელი წინსვლა შეჩერდა; ომი თქვენს ტერიტორიაზე ბრუნდება. ეს ხომ ნამდვილი გამარჯვებაა“, - წერს ტიხი.

ცნობისთვის, ვლადიმერ პუტინმა პარტია „ერთიანი რუსეთის“ ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინული ძალები კარგავენ პოზიციებს ფრონტის ხაზზე და სწორედ ამიტომ ისინი რუსეთში ტერორიზმს მიმართავენ.

გია ხუხაშვილი - ძალადობრივი მოქმედების ტრენდს  ხელისუფლება ამკვიდრებს, საზოგადოება ცდილობს ამისგან თავი დაიცვას და შემდეგ ამას ისევ ხელისუფალი უწოდებს ძალადობას, ასეთია ჩვენში დამკვიდრებული ძალადობის ანატომია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.06.2026
FX Hub by Foresight - ფორსაით ჯგუფმა კონვერტაციების ახალი პლატფორმა შექმნა
20 ივნისის სეტყვით გამოწვეული ზიანი „თიბისი დაზღვევაში“ 4 მლნ ლარს აღემატება
ახალი სიტყვა ელექტრომობილების ინდუსტრიაში - Lexus RZ-ს უკვე საქართველოშია
PASHA Bank-ის IPO აზერბაიჯანში - თიბისი კაპიტალი ტრანზაქციის ექსკლუზიური ფინანსური მრჩეველი იყო
ზოგჯერ შიში მხოლოდ ხმაა — როგორ აქცია „ბლიც დენტალმა“ სტომატოლოგიური ხმები მუსიკად
„მეტროპოლი“ 1 წლამდე ასაკის ბავშვების მშობლებს ქავთარაძის პროექტში ბინას სპეციალური პირობებით სთავაზობს
ბრიტანულ-ქართულ აკადემიას საერთაშორისო სკოლების საბჭოს (CIS) წევრობის სტატუსი მიენიჭა