ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა აშშ-სგან Patriot-ის სისტემისთვის განკუთვნილ რაკეტებს უახლოეს მომავალში მიიღებს

უკრაინა შეერთებული შტატებისგან Patriot-ის საჰაერო თავდაცვის სისტემისთვის განკუთვნილი PAC-3 რაკეტების პარტიას უახლოეს დღეებში მიიღებს, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

„ამერიკის შეერთებული შტატებიდან პარტიას უახლოეს დღეებში მივიღებთ. ასევე, ევროპელებთან ცალკე შეთანხმებები მქონდა. კონკრეტული თარიღები ჯერ არ არის, მაგრამ დამატებითი PAC-3-ები იქნება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინაში Patriot-ის რაკეტების წარმოებას, მისი თქმით, შეერთებულ შტატებთან პოლიტიკურ დონეზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

„ახლა უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენმა ტექნიკურმა გუნდებმა, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებმა და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ დაიწყონ ამაზე მუშაობა, რათა სწრაფად მივიღოთ ლიცენზიები და დავიწყოთ წარმოება უკრაინაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

ამასთან, მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ხვდება, რომ ამჟამად მას უპირატესობა არ აქვს.

„ჩვენი გუნდები ხვდებიან, რომ ახლა ნამდვილად გვაქვს შესაძლებლობების ფანჯარა. უკრაინა გაძლიერდა როგორც ბრძოლის ველზე, ასევე ჰაერში და ყველა ხედავს შესაბამის შედეგებს, რა თქმა უნდა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენი სამხედროების წყალობით და მე ძალიან მადლიერი ვარ მათი. ისინი მაძლევენ შესაძლებლობას, გავაძლიერო ჩემი პოზიციები, სწორედ ამიტომ ვთქვი, რომ არსებობს შესაძლებლობების ფანჯარა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი მტკიცებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ნამდვილად იღებს ინფორმაციას და „ესმის, რომ ამჟამად უპირატესობა არ აქვს“.

„არსებობს ბალისტიკური რაკეტები, ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ მართლაც აბსოლუტურად ტრაგიკული და საშინელი დარტყმები, მაგრამ ეს ერთადერთი უპირატესობაა, რაც მას დარჩა, სხვა არაფერია და ყველა ხედავს ამას“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, ნატო-ს სამიტის ფარგლებში ესაუბრა აშშ-ის პრეზიდენტს დონალდ ტრამპს და სხვა ლიდერებს, მათ შორის იმ ლიდერებსაც, რომლებსაც აქამდე არ შეხვედრია. „ყველა აღნიშნავს ერთ რამეს: უკრაინა გაძლიერდა“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის