ადვოკატი - მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ მესამე განაჩენი დადგა, სასჯელის შთანთქმის მექანიზმით, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და ის ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ მესამე განაჩენი დადგა, სასჯელის შთანთქმის მექანიზმის გამოყენების შედეგად, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და პოლიტიკოსი ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს.

"”ეს არის ნიკა მელიასთან მიმართებით წლის განმავლობაში უკვე მესამე განაჩენი. იგი რჩება საპატიმროში. სამწუხაროდ, სასამართლომ არ გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში იყო ცალსახა, პირდაპირი მტკიცებულება, ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც ვერ ადგენდა შეურაცხმყოფელი სიტყვების ავტორს. ამის მიუხედავად, მოსამართლემ ნიკა მელია ცნო დამნაშავედ სასამართლოს შეურაცხყოფაში.

სასჯელად განუსაზღვრა წელიწადი და ექვსი თვე, თუმცა შთანთქმის პრინციპიდან გამომდინარე, ნიკას ამ სასჯელის ათვლა დაიწყება 2025 წლის 20 ივნისიდან. ეს ნიშნავს, რომ ფაქტობრივად მას თავისუფლების აღკვეთის სახით სასჯელი არ დაემატა და იგი, თუკი მომავალში რაიმე ახალი სიურპრიზი არ იქნება, საპატიმროს დატოვებს 2026 წლის 20 დეკემბერს”, - განაცხადა გიორგი კონდახიშვილმა.

ინფორმაციისთვის, სასამართლომ "კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი დღეს, სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო და მას 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ნიკა მელიას ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლისთვის, თორნიკე ქოჩქიანისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას ედავებოდნენ.

გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
ახალი „ავტო სივრცე“ „ვისოლის“ აპლიკაციაში - მძღოლებისთვის საჭირო ყველა სერვისი ერთ APP-ში
Elite-ში Samsung-ის ახალი დასაკეცი ფლაგმანების Galaxy Z Fold8, Galaxy Z Fold8 Ultra და Galaxy Z Flip8  პრეზენტაცია გაიმართა