ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო უწყება - საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ - 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, სამხრეთ ოსეთის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შეფასებისას ნატო-ს ქვეყნების მიდგომების კვალდაკვალ, საკუთარი ხალხის და საერთაშორისო საზოგადოების შეცდომაში შეყვანას აგრძელებს, - ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ე.წ. სამინისტრო არალოგიკურს უწოდებს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებას „რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის 18 წლისთავთან დაკავშირებით“, რომელშიც რუსეთს საქართველოს ტერიტორიების უკანონო ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდებენ.

„კიდევ ერთხელ მივუთითებთ მეზობელი სახელმწიფოს საგარეო უწყებას აშკარა ფაქტების დამახინჯების დაუშვებლობაზე“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ამასთან, ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრო ხაზს უსვამს, რომ ამ განცხადებამდე ცოტა ხნის წინ, საქართველოს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, ირაკლი კობახიძის სახით, ოფიციალურად აღიარა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამხედრო აგრესიის დამნაშავედ.

„სინამდვილეში, ეს თავიდანვე ცნობილი იყო და სამხრეთ ოსეთი ამას ბოლო 18 წლის განმავლობაში აცხადებდა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს მტკიცებით, დამნაშავე მხოლოდ სააკაშვილი არ არის.

„მას, როგორც სახელმწიფოს მეთაურს, ჰქონდა მანდატი, ემოქმედა საქართველოს სახელმწიფოს სახელით და გაეცა დანაშაულებრივი ბრძანებები, რითაც ანტიოსური და ანტიაფხაზური პოლიტიკა გაატარა. ამიტომ, 2008 წლის აგვისტოს ომზე პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ქვეყანას, როგორც ამ პოლიტიკის სუბიექტს, მათ შორის სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებსაც, როგორც ამ პოლიტიკის განმახორციელებლებს“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ე.წ. სამინისტროს მტკიცებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში მოცემული შეფასებები უკიდურესად მიკერძოებული და რეალობას მოწყვეტილია.

„სამხრეთ ოსეთისთვის რუსეთი იყო და კვლავ რჩება უსაფრთხოების საიმედო გარანტად, ხოლო ორმხრივი ურთიერთობები, რომლებიც ვითარდება, მყარ სამართლებრივ საფუძველს ემყარება. მოვუწოდებთ ოფიციალურ თბილისს, თავი დაანებოს სხვა ქვეყნების საქმეებში ჩარევის მცდელობებს და უფრო კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს, მათ შორის, ამიერკავკასიაში უსაფრთხოების საკითხებზე საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში მუშაობისას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა