აჭარაში, ბოტანიკურ ბაღთან სამგზავრო მატარებელი ახალგაზრდა ქალს შეეჯახა.
შემთხვევის შედეგად გარდაცვლილია 16 წლის გოგონა.
ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ.
ამ დროისთვის მატარებლის მოძრაობა აღდგენილია.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 275 მუხლით დაიწყო გამოძიება, რაც სარკინიგზო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს.