კობა კობალაძე - 1992 წელს, დამოუკიდებლობადაბრუნებულები ყველაფერს ვაფასებდით ემოციური ფონით და თავით გადავეშვით იმ არეალში, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა შემოგვთავაზეს

მშვიდობაზე ჩვენი გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას, როდესაც საქმე ქვეყნის თავდაცვას ეხება. რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფვი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის, - ამის შესახებ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, კობა კობალაძემ აფხაზეთის ომიდან 34 წლისთავთან დაკავშირებით საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან განაცხადა.

მისივე თქმით, 1992 წელს, დამოუკიდებლობადაბრუნებულები ყველაფერს ვაფასებდით ემოციური ფონით და თავით გადავეშვით იმ არეალში, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა შემოგვთავაზეს.

„პირველ რიგში, თითოეული ჩვენი გმირის ოჯახის წევრსა და ჩვენ ქვეყანას ვუსამძიმრებ. 34 წელი გავიდა იმ ეიფორიიდან, როდესაც ჩვენ დამოუკიდებლობადაბრუნებულები ყველაფერს ვაფასებდით ემოციური ფონით და თავით გადავეშვით იმ არეალში, რომელიც ჩვენი ქვეყნის არაკეთილმოსურნეებმა შემოგვთავაზეს. არ დავიწყებ იმ დინამიკის გაშიფვრას, რაც ამ ყველაფერს წინ უსწრებდა. ერთ რამეს ვიტყვი, 1992 წლის 14 აგვისტოდან 34 წელი გავიდა და ის კვლავ არის ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული თარიღი იმიტომ, რომ ეს იყო არა დაახლოების, არამედ დაშორებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. მას შემდეგ მთელი ჩვენი არსით და მრწამსით ვცდილობთ იმას, რომ მომხდარის გადალახვა შევძლოთ. ჩვენ შვილებს მივცეთ საშუალება და უნარი ერთად თანაცხოვრების, ერთ ძლიერ და თავისუფალ სამშობლოში.

ჩვენ ვდგავართ აქ, ჩვენი გმირების მემორიალურ დაფასთან, აქედან კიდევ ერთხელ ვსაუბრობთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ მშვიდობაზე ზრუნვა არ ნიშნავს უუნარობას შენი ქვეყნის დაცვისთვის. რაც მთავარია მშვიდობა არის ის ერთადერთი რამ, რასაც შეუძლია ჩვენ შვილებს მისცეს თავისუფლების, განვითარებისა და რაც მთავარია მომავლის იმედი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, მშვიდობაზე ჩვენი გულანთებული პოზიციონირება არანაირად არ ნიშნავს უუნარობას, როდესაც საქმე ქვეყნის თავდაცვას ეხება. რაც უფრო მეტად გინდა მშვიდობა და ესწრაფვი მას, მით უფრო მეტად უნდა იყო მზად არასტანდარტული ქმედებებისათვის“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

მან ასევე ისაუბრა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ აფხაზეთის ომზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით.

„ჩემზე უფრო პროფესიონალები არიან იმ ჭეშმარიტების დადგენის საქმეში ჩართულები, რომელზეც დაიწყო გამოძიება. უბრალოდ თქვენ თავებს დაუსვით ერთადერთი კითხვა, ვის სასარგებლოდ მოხდა ამ უპასუხისმგებლო და როყიო განცხადებების დაბრეხვება?“ - განაცხადა კობალაძემ.

14 აგვისტოს, აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მოსაგონებლად, მოქალაქეები და ვეტერანები დილიდან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალთან მიდიან.

1992 წლის 14 აგვისტოს, საქართველოს სახელმწიფო საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელსაც ედუარდ შევარდნაძე ხელმძღვანელობდა, აფხაზეთში რკინიგზაზე წესრიგის დასამყარებლად საქართველოს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფები შეიყვანეს. როცა ქართული ქვედანაყოფები აფხაზეთში შევიდნენ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ვლადისლავ არძინბას მიერ უკანონოდ შექმნილმა ე.წ. აფხაზურმა გვარდიამ ქართულ შენაერთს ოჩამჩირის რაიონის სოფელ ოხურეიში მდებარე საგზაო პოლიციის საგუშაგოზე ცეცხლი გაუხსნა.

აფხაზეთში 14 აგვისტოს დაწყებული საომარი მოქმედებების ძირითადი ფაზა 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმის დაცემით დასრულდა. სოხუმის აღების ოპერაციაში აფხაზური ქვედანაყოფების გარდა მონაწილეობას იღებდნენ როგორც ჩრდილოეთ კავკასიელი მოხალისეები, ისე რუსეთის ხელისუფლების მიერ მობილიზებული კაზაკები და რუსეთის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფები.

ომის შედეგად აფხაზეთის ტერიტორიის დატოვება 300 ათასამდე ადამიანს, უმეტესად ქართული ეროვნების ადამიანებს მოუწიათ. საომარ მოქმედებებს ქართული მხრიდან ჯარისკაცებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის სახით 10 ათასამდე ადამიანი შეეწირა.

გიორგი მელაშვილი - ომის შესახებ მეხსიერების წაბილწვა ხდება იარაღი დეკლარირებული საგარეო კურსის შესაცვლელად
ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს