5 და 6 სექტემბერს, Yoga Festival 2026 გაიმართება

ფესტივალის პროგრამა სამ ძირითად სცენაზე - „იოგა“, „მედიტაცია“ და „მუსიკა“ - მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება. სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, გამოცადონ როგორც კლასიკური, ისე შედარებით ნაკლებად ნაცნობი პრაქტიკები: პრანაიამა, ნეირო იოგა, კუნდალინი, აკროიოგა, დინამიური მედიტაცია, მობილობა და იოგა, ხელებზე დგომა, სახალისო მოძრაობითი სესია, ბგერითი თერაპია, ტაიჩი, ცნობიერი ჩაის რიტუალი და სხვა.

პროგრამაში ასევეა Rishikesh Yoga Immersion, ლექციები, LIVE ფორმატის შეხვედრები და სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა.

საღამოს ფესტივალის სივრცე მუსიკას და ცეკვას დაეთმობა. 5 სექტემბერს გაიმართება Sober Rave, მუსიკალურ პროგრამაში კი მონაწილეობენ KAYA MATU, PERRISHU, HOLO და სხვა არტისტები. 6 სექტემბერს მსმენელის წინაშე FORSUN, MAINIMBU, ABU, SUL ASCENSION, OOCWAY B2B CHIKOVANI და სხვა მუსიკოსები წარდგებიან.

Yoga Festival-ის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ფხიზელი გართობის კულტურის პოპულარიზაციაა - იდეა, რომ მუსიკით, მოძრაობით, ცეკვითა და ადამიანებთან ურთიერთობით სრულფასოვანი გართობისთვის ალკოჰოლი აუცილებელი არ არის.

ფესტივალი არ არის მხოლოდ მათთვის, ვინც უკვე დიდი ხანია იოგას მისდევს. ორგანიზატორების მიზანია, შექმნან გარემო, სადაც ნებისმიერი ადამიანი შეძლებს მისთვის უცნობი პრაქტიკის უსაფრთხოდ გამოცდას და თავად გადაწყვეტს, რა მოსწონს.

არ არის აუცილებელი იყო მოქნილი, სპორტული, გამოცდილი ან „იოგას ადამიანი“. ფესტივალზე შეგიძლია უბრალოდ მოხვიდე, სცადო სხვადასხვა აქტივობა, იცეკვო, დაისვენო, მოისმინო მუსიკა და კარგად გაატარო დრო.

ღონისძიებაზე მოსვლა შესაძლებელია მეგობრებთან, პარტნიორთან და ბავშვებთან ერთად - ტერიტორიაზე იქნება საბავშვო სივრცე, ჯანსაღი კვება, თამაშები, სხვადასხვა აქტივობა და დასასვენებელი ზონები.

Yoga Festival 2026 5–6 სექტემბერს, ლისზე, Zion Garden-ში.

სრული პროგრამა და ინფორმაცია: yogafest.ge - https://yogafest.ge/

ბილეთების შეძენა შესაძლებელია biletebi.ge-ზე.

განრიგის პოსტერი.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის