ევროკომისიის შენობა უკრაინის დროშის ფერებში განათდა, - ინფორმაციას ევროკომისია ავრცელებს.
ბრიუსელში, ევროკომისიის შტაბ-ბინა „ბერლემონი“ უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა.
„უკრაინა ევროპის გულში არსებულ ფუნდამენტურ პრინციპებს იცავს: სუვერენიტეტს, დემოკრატიასა და საკუთარი მომავლის არჩევის უფლებას. ევროკავშირის სოლიდარობა უკრაინის მიმართ იმაზე ძლიერია, ვიდრე ოდესმე“, - წერს ევროკომისია X-ზე.
ცნობისთვის, დღეს უკრაინა დამოუკიდებლობის 35-ე წლისთავს აღნიშნავს.