შალვა პაპუაშვილი - რა თანხებით დადიან და ვინ აფინანსებს საია-ს და ბაია პატარაიას? - მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა კონკრეტული ანტიქართული აქცია, როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს!

მიაკვლიეთ, ვინ დააფინანსა ეს კონკრეტული ანტიქართული აქცია, ვინ მისცა ფული საია-ს და ბაია პატარაიას - როგორც კი ფულის წყაროს ნახავთ, ნახავთ თუ ვინ მტრობს საქართველოს! - ამ განცხადებით გამოეხმაურა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ვარშავაში გამართულ ეუთოს კონფერენციას, რომელსაც ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი თამარ ონიანი და „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ესწრებოდნენ.

ამასთან, პაპუაშვილმა ისაუბრა 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე, ქიმიური ნივთიერებების შესაძლო გამოყენებასთან დაკავშირებით, კონფერენციაზე წარდგენილ კვლევაზე და მას „სასაცილო“ უწოდა, ასევე, განაცხადა, რომ ანტიქართული კამპანია სრულად დაფინანსებული და დაკვეთილია უცხოეთიდან.

მისი თქმით, „თანამედროვე ტრენდია, რომ ტყუილსა და აბსურდზე სერიოზული სახით უნდა იმსჯელო“.

„საზოგადოების პასუხი უნდა იყოს მარტივი, რომ ეს თაღლითობა „კამიტის“ სახით, რომლის თავსმოხვევაც სცადეს, დიდი ხანია გამსკდარია. ნებისმიერი მცდელობა იმისა, რომ ეს თემა განხილვაში შემოაბრუნონ, კრახისთვის არის განწირული.

ვნახეთ, საბოლოო ჯამში როგორ იქცევიან - მეთოდი ერთი და იგივეა. გარედან ფარულად დაფინანსებული „ენჯეოების“ ხელით რაღაც საინფორმაციო საბაბის შექმნა ხდება, თითქოს ამასთან დაკავშირებით რაღაცა კვლევა არის. რა თქმა უნდა, ამ „ენჯეოებთან“ დაკავშირებით კვლავ კითხვები ჩნდება. ჩვენ საია და ბაია პატარაია ვნახეთ - რა თანხებით დადიან და ვინ აფინანსებს? ჩვენ გამჭვირვალობის რეესტრში მათი ორგანიზაციები და გამჭვირვალობა არ გვინახავს. თუ ამას სახელმწიფოს არ უმხელენ, ეს იმას ნიშნავს, რომ „შავი ფულით“ ფინანსდებიან. ესეც დასტურია იმისა, რომ საქართველოში „შავი ფულით“ სხვადასხვა, მათ შორის ევროპული სტრუქტურებიდან ორგანიზაციების დაფინანსება ხდება.

რაც შეეხება ამ ე.წ. კვლევებს, უკვე სასაცილოა. გუშინ ერთი რაღაც გაურკვეველი ადამიანი აჩვენეს, რომელიც თითქოს ექსპერტად ჰყავდათ წარმოდგენილი. მისი მთავარი კომენტარი იყო ის, რომ აქციის მონაწილეებს მძიმე შედეგი აქვთ, თუმცა მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენილს შესაძლებლობა არ არსებობსო. ერთწუთიან კომენტარში თავადვე თქვა, რომ მაკულატურა იყო ის, რისი წარმოდგენაც დამადასტურებელ დოკუმენტად სცადეს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ემილ ავდალიანი - ირანის წინააღმდეგ აშშ-ის ახალი სამხედრო კამპანიის დაწყება საკმაოდ რეალისტურია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ცენტრალური აზიის გავლით არსებულ აღმოსავლეთ-დასავლეთის მარშრუტებს მეტი მნიშვნელობა მიენიჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 05.10.2026
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის
„სქილვილის“ პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე რეგისტრაცია 9 ოქტომბერს სრულდება - დარეგისტრირდით VET.GE-ზე