რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ, ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან

რუსეთის ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთი ქართული ტაძრის აღდგენის პროცესში, სავარაუდოდ ქართველი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განუცხადა, ტაძრის აღდგენის საკითხზე, მხარეებს შორის დიალოგი უკვე დაწყებულია. მოიაზრება, რომ რუსეთში ქართველი მეცნიერებიც გაემგზავრებიან.

„დეტალები ჯერ არ გვაქვს, მოსკოვში არ არის ეს ტაძარი, თუმცა რუსეთშია. სხვას ჯერ ვერ გეტყვით, როცა იქნება საჭირო და დავიწყებთ მუშაობას, ვიტყვით და [ჯგუფის წასვლის შესახებ] ინფორმაციას არ დავმალავთ. მე არ ვარ ამ ჯგუფში ჩართული, ჯერ დასაწყისია ამ ყველაფრის.

მნიშვნელოვანია, რომ რეაბილიტაციის პროცესში ჩართული იყოს სამეცნიერო ნაწილი“, - განუცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ „ინტერპრესნიუსს“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის