კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს.
აღნიშნულ თანამდებობაზე კულტურის მინისტრმა, მაია ბითაძემ, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სამსახურების ხელმძღვანელებს ზაზა კვიციანი წარუდგინა.
„ზაზა კვიციანს საჯარო სამსახურში მაღალ თანამდებობებზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. სააგენტოს გენერალურ დირექტორად დანიშვნამდე იგი რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა.
მაია ბითაძემ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში სააგენტოს მნიშვნელოვან როლზე, არსებულ გამოწვევებსა და სამომავლო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სააგენტოს საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების, პროფესიული გუნდის გაძლიერებისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით დასახული ამოცანების განხორციელების მნიშვნელობაზე.
მინისტრმა სააგენტოს თანამშრომლებსა და ყოფილ ხელმძღვანელს მადლობა გადაუხადა, ზაზა კვიციანს კი, ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და ნაყოფიერი საქმიანობა უსურვა.
სააგენტოში გამართულ შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე მიხეილ კიკნაძე და მოადგილე თამარ შარაშიძე“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.