ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი ლაშა გვენეტაძე, რომელიც საპატიმროში სასჯელს ადამიანის ცემის გამო იხდიდა, ვადაზე ადრე, პირობით გათავისუფლდა.

"მოსჯილი მქონდა ცხრა თვე სასჯელის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით. მოქმედი კანონმდებლობით, 2/3 -ის გასვლის შემდეგ პატიმრის საქმეს განიხილავს ვადაზე ადრე პირობით გათავისუფლების კომისია. ჩემი საქმეც განიხილეს და მიიღეს დამაკმაყოფილებელი გადაწყვეტილება და ვადაზე ადრე გამათავისუფლეს. უნდა მომეხადა ცხრა თვე და რეალურად, მოვიხადე თითქმის შვიდი თვე“,- განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ლაშა გვენეტაძემ.

ლაშა გვენეტაძის წინააღმდეგ საქმე სსკ 143-ე მუხლის მე-3 ა და ე ქვეპუნქტით მიმდინარეობდა, რაც სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიშ ძალადობას გულისხმობს. დაკავებულს ბრალად იმ პირის ცემა ედებოდა, რომელმაც, გვენეტაძის ინფორმაციით, მისი მამის საფლავი გაძარცვა.

ემილ ავდალიანი - საქართველო ცდილობს ცენტრალური აზიის ქვეყნებთან კავშირების გაღრმავებით შუა დერეფნის პროექტში მეტად განიმტკიცოს თავისი ადგილი
ქართული პრესის მიმოხილვა 29.06.2026
„ტოიოტა კავკასიამ“ სრულიად ახალი, მეექვსე თაობის Toyota RAV4 წარადგინა
სისხლის ავთვისებიანი დაავადებების ექსპერტული მკურნალობა Acıbadem Healthcare Group-ში
სიახლე PSP-ში - ინტენსიური ჰიდრატაციის ახალი სტანდარტი Rexaline-ისგან
Air Astana ყაზახეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის 15 წელს აღნიშნავს
ნებისმიერი მიმართულებით ტრანსპორტის ბილეთის შეძენა უკვე ერთ სივრცეში - TKT.GE-ზეა შესაძლებელი
ტოიოტა ცენტრი თეგეტა Ichiban Award-ის მფლობელი ზედიზედ მეორედ გახდა