შსს-მ ფარული ჩანაწერების გავრცელების საქმეზე საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს

შსს-მ პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელების საქმეზე FACEBOOK -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, საქართველოს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა დაადგინა, რომელიც სომხეთის ერთ-ერთ ციხეში მკვლელობისთვის იხდის სასჯელს.

„ინტერპრესნიუსი“ აღნიშნულთან დაკავშირებით შსს-ს დაუკავშირდა, სადაც განუცხადეს, რომ facebook-ის გვერდით- “buba lomtatidze” - ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ა, რომელმაც სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები.

„შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში, 28 იანვრიდან მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ამ ეტაპზე დგინდება, რომ "facebook”-ის გვერდზე, ერთ-ერთმა მომხმარებელმა “buba lomtatidze”-მ საკუთარ გვერდზე ატვირთა სხვისი პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი კადრები. ქართველი სამართალდამცველების მიერ გატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების, ინტერნეტსივრცის მონიტორინგის და "FACEBOOK" -ის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობის შედეგად, პირადი ცხოვრების საიდუმლოების ამსახველი მონაცემის გავრცელებისთანავე დადგინდა, რომ "facebook”-ის გვერდით- “buba lomtatidze” - ის სარეგისტრაციო სახელით, სავარაუდოდ, სარგებლობდა საქართველოს მოქალაქე დ.ა. მან სოციალური ქსელის მეშვეობით მიმდინარე წლის იანვარში, ინტერნეტ-სივრცეში არაერთხელ გაავრცელა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები. საქართველოს მოქალაქე დ.ა.მეზობელ ქვეყანაში ჩადენილი მძიმე დანაშაულისთვის - მკვლელობისთვის ამჟამად სასჯელს სომხეთის ერთ-ერთ ციხეში იხდის.

დ.ა-მ საქართველოს საზღვარი, მეუღლესთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გადაკვეთა. ქართველი და სომეხი სამართალდამცველების თანამშრომლობით საქართველოს მოქალაქის საკნის ჩხრეკისას, ამოღებულია მისი კუთვნილი „samsung”-ის მოდელის მობილური ტელეფონი. შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს თანამშრომლობას სომეხ კოლეგებთან, ტარდება შესაბამისი ღონისძიებები, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ 17 პირი დააკავა, მათ შორის პირი, რომელმაც "youtube"-ზე კადრები ატვირთა“, - განუცხადეს „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფის ფაქტზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სსკ-ს 157 პრიმა მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილებით. ადამიანების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის უკანონო მოპოვება, შენახვა და გავრცელება სისხლის სამართლის დანაშაულია. სისხლის სამართლის წესით ისჯება პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის როგორც ნებისმიერი საშუალებით გავრცელება (მათ შორის მობილური აპლიკაციის მეშვეობით გადაგზავნა), ასევე, მისი შენახვა, რაც ისჯება 4-დან 8 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.

იხილეთ ვიდეო: ვისი სახელით აიტვირთა პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები FACEBOOK-ზე? - დაადგინეს მოქალაქის სავარაუდო ვინაობა, რომელიც სომხეთის ციხეში მკვლელობისთვის ზის

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია
„მაკდონალდს საქართველოს“ შიდა საფეხბურთო ჩემპიონატი დასრულდა - გამარჯვებული გოთუას რესტორანი გახდა
თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, საერთაშორისო ინვესტორებმა უზბეკეთის უმსხვილეს IPO-ში მიიღეს მონაწილეობა
ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მურო თაკალანძე მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტექნოლოგიურ ღონისძიებაზე საქართველოს წარმოადგენს
„არქიმ“ და NEXT-მა ქობულეთში 300 მილიონი აშშ დოლარის საინვესტიციო პროექტი - Swissôtel Kobuleti Beach Resort-ი ოფიციალურად წარადგინეს
„მეტროპოლის“ საერთაშორისო აღიარება - კომპანია Quality Achievements Award 2026 -ის მფლობელი გახდა