შალვა თადუმაძე მაჩალიკაშვილის საქმეზე - უკანასკნელი ინფორმაცია არ მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემთვისაც შეიძლება გამოწვევა იყოს

შალვა თადუმაძე გასცემს ცრუ დაპირებებს, სწორედ ისე როგორც ბიძინა ივანიშვილი, - ასე მიმართა "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა თინა ბოკუჩავამ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს შალვა თადუმაძეს თემირლან მაჩალიკაშვილის საქმესთან დაკავშირებით.

თინა ბოკუჩავამ შალვა თადუმაძეს საქმესთან დაკავშირებით 6 მაისს გაცემული კონკრეტული განცხადებაც წარუდგინა და აღნიშნა, რომ შემაჯამებელი გადაწყვეტილება ჯერ კიდევ არ არის მიღებული.

„ბატონო შალვა, მე აქ მაქვს ამ წლის 6 მაისის საქართველოს პროკურატურის განცხადება, ამ განცხადებაში წერია, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო სამუშაოები, გამოძიება დასკვნით ეტაპზეა და უახლოესი 2 თვის განმავლობაში მიღებული იქნება შემაჯამებელი გადაწყვეტილება თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეზე. ეს იყო 6 მაისი. მას შემდეგ გავიდა 5 თვეზე მეტი, რატომ არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება?“ - მიმართა თინა ბოკუჩავამ შალვა თადუმაძეს.

პასუხად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა განმარტა, რომ აღნიშნული განცხადება მისთვის ცნობილია, თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე კი ერთ-ერთი პრიორიტეტულია საქართველოს პროკურატურისთვის. ამასთან, შალვა თადუმაძემ აღნიშნა, რომ საგამოძებო მოქმედებები, მითუმეტეს, მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, მხოლოდ პროკურატურის უწყებაში არ მიმდინარეობს.

„დაკითხულია თითქმის ყველა მოწმე, გადაკითხულია ის მოწმეები, რომლებსაც სურვილი ჰქონდათ, რომ დამატებით დაკითხვა განხორციელებულიყო მათ მიმართ. მიმართულია შესაბამისი სამსახურებისთვის შესაბამისი ექსპერტიზების ჩატარების თაობაზე, შემაჯამებელი გადაწყვეტილებისთვის გარკვეული დოკუმენტების მიღება-ამოღება იყო საჭირო. უკანასკნელი ინფორმაცია არ მაქვს ამ საქმესთან დაკავშირებით, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ეს პირადად ჩემთვისაც შეიძლება გამოწვევა იყოს,“ - განაცხადა შალვა თადუმაძემ.

თინა ბოკუჩავას განმარტებით, შალვა თადუმაძე ბიძინა ივანიშვილს ემსახურება და არ სურს, რომ საქმე გამოიძიოს. ამასთან, ბოკუჩავამ ანრი ოხანაშვილს მიმართა და აღნიშნა, რომ 6 მაისს გაცემული განცხადება „ისეთივე ყალბია, როგორიც თადუმაძის დიპლომი“.

„ბატონო ანრი, მე დღეს კიდევ ერთხელ, ბატონ მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად, მივმართავ პარლამენტს, რომ შეიქმნას საგამოძიებო კომისია სწორედ პარლამენტში, სწორედ იმიტომ, რომ არ გვაქვს თქვენი იმედი, ბატონო შალვა არც გენერალური პროკურორის რანგში და არც უზენაესი სასამართლოს, სავარაუდოდ, თავმჯდომარის რანგში, იმიტომ, რომ ესაც უკვე წინსწრებად გადაწყვეტილი აქვს ივანიშვილს,“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - ნისლი გაფანტულია - „ქართული ოცნების“ საგარეო და საშინაო პოლიტიკა სულ უფრო ცხადი და განსაზღვრული ხდება, ივანიშვილი საზოგადოებას უზარმაზარი მორალური კომპრომისისთვის ამზადებს
ქართული პრესის მიმოხილვა 13.08.2026
პაშა ბანკს საქართველოში ახალი გენერალური დირექტორი ჰყავს
რატომ გახდა კრაფთ ჩანთები ასეთი პოპულარული და როგორ ამარტივებს ის ბრენდების ყოველდღიურობას?
ულტრათანამედროვე რადიოფარმაცევტული საწარმოს მშენებლობა ფინალურ ეტაპზე გადავიდა
„ცისკარი S90“ საქართველოს ანტარქტიდის პირველ კომბინირებულ ექსპედიციას იწყებს
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს