ზაზა გაბუნიას წიგნის - „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ მკითხველების წინაშე წარდგენა გაიმართა

საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის ზაზა გაბუნიას რომანის - „მონოლოგი სარწეველა სკამიდან“ მკითხველების წინაშე წარდგენა ვაკის მედიათეკაში გაიმართა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტიდან აცნობეს, პრეზენტაციას ცნობილი მწერლები, ლიტერატურული კრიტიკოსები, მსახიობები, საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მედიის წარმომადგენლები და ლიტერატურის მოყვარულები ესწრებოდნენ.

„ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ შევიკრიბეთ ლიტერატურაზე სასაუბროდ და ორმაგად ბედნიერი იმით, რომ ამ შეკრების მიზეზი ჩემი ეს ახლად გამოცემული რომანია. ის ნახევარი მილიონი ასო-ბგერა და სიმბოლო, რაც ამ რომანის შესაქმნელად გახდა საჭირო, ვფიქრობ, საუბრობს იმაზე, რაზეც არა ერთი და ორი წელი მსურდა მესაუბრა და ამან საბოლოო ჯამში კი მხატვრული პროზის და რომანის სახე მიიღო“, - განაცხადა ზაზა გაბუნიამ წიგნის პრეზენტაციისას.

პარლამენტის ცნობით, რომანთან დაკავშირებით აზრი გამოთქვა ცნობილმა ლიტერატურულმა კრიტიკოსმა და მწერალმა, როსტომ ჩხეიძემ „მარჯვედ მოძებნილი ფორმა, კარგად გააზრებული და მტკიცედ შეკრული კომპოზიციური ქარგა, გამოკვეთილი ხასიათები, დინამიური, მძაფრი სიუჟეტი, იდუმალებითაც განმსჭვალული და ღრმად გააზრებული და მახვილგონივრული ფინალით დაგვირგვინებული“ ასე დაახასიათა მან მწერლის ნაშრომი. მისი თქმით, რომანი - “მონოლოგი სარწეველა სკამიდან” არის წარმატებული დებიუტი რომანისტიკაში.

„რომანის შესახებ საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს მწერლებმა ნინო სადღობელაშვილმა, ზვიად კვარაცხელიამ და გურამ მეგრელიშვილმა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ლევან ლორთქიფანიძე - ხელისუფლება ნელ-ნელა ცდილობს, რომ 78-ე მუხლის გაუქმების შესაძლებლობას შევეგუოთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.12.2025
BDO × ITMC: როგორ აძლიერებს BDO-ს ექსპერტიზა ITMC-ის როლს რეგიონულ ლოგისტიკურ ეკოსისტემაში
Tower Group-ის პრემიალურ პროექტებზე წინასაახალწლო, განსაკუთრებული ფასებია
BDO Academy-მ შპს „ნიკორა“-ში სწავლების ელექტრონული მართვის სისტემა (LMS) დანერგა
კომპანია „მანი მუვერსმა“ „ნეოლეთის“ 100%-იანი წილი შეიძინა
საახალწლო შეთავაზება APEX Development-ის ბინებზე
13-14 დეკემბერს „ბიბლუსში“ თიბისის ბარათებით გადახდისას 30%-იანი ქეშბექი გელოდებათ