გიგი უგულავას ადვოკატი - სამარცხვინო და ყოველგვარი სამართლებრივი სივრციდან გასული გადაწყვეტილება მიიღეს

გიგი უგულავას ადვოკატი ბექა ბასილაია მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის დაკავებას უკანონოს უწოდებს და დასძენს, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება იყო. როგორც ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, უგულავას დაკავება ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას არღვევს.

„როგორც იცით, მიიღეს უპრეცედენტოდ სამარცხვინო და ყოველგვარი სამართლებრივი სივრციდან გასული გადაწყვეტილება, როდესაც ზეპირი მოსმენის გარეშე საქმეზე პროკურორად მოვლენილმა და ამჯერად მოსამართლის მანტიაში წარდგენილმა თადუმაძემ გიგი უგულავას აღუკვეთა თავისუფლება. ეს გადაწყვეტილება თავისი არსით არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის არაერთ მუხლს, მათ შორის მეთვრამეტე მუხლს, რომელშიც საუბარია, რომ არ შეიძლება მართლმსაჯულების ინსტრუმენტის გამოყენება პირის წინააღმდეგ არასაპროცესო მიზნებიდან გამომდინარე. ამასთან ერთად უხეშად დაირღვა ადამიანის თავისუფლების უფლება, გარდა ამისა, კითხვის ნიშნები დგას ორჯერ მსჯავრდებასთან დაკავშირებით და ამ საკითხს განვმარტავ. მოგეხსენებათ, "თბილსერვისის" საქმესთან დაკავშირებით სამართალწარმოების პროცესი ამოწურული იყო და "თბილსერვისის“ ეპიზოდი, „თბილისის განვითარების ფონდის“ ეპიზოდი აბსოლუტურად იგივე იყო. შესაბამისად, ეს საქმეები პროკურატურის მიერ ხელოვნურად იქნა დახლეჩილი, რათა ბიძინა ივანიშვილის "კაპრიზის" შემთხვევაში, სხვადასხვა საქმე ყოფილიყო წარმოჩენილი საზოგადოების წინაშე. ამავდროულად, მოგეხსენებათ, რომ ზეპირი მოსმენის გარეშე გაიმართა განხილვა ისე, რომ დაცვის მხარეს არგუმენტაციის შესაძლებლობა არ მიეცა. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საკასაციო სასამართლოს საკასაციო საჩივრის განსახილველად აქვს 6-თვიანი ვადა. ეს ვადა დაირღვა და ვადის დარღვევით მოხდა ამ გადაწყვეტილების მიღება. ამასთან ერთად, ყურადღება უნდა მიექცეს იმ გარემოებასაც, რომ წელიწადნახევრის წინ, ანალოგიურ საქმეზე საკასაციო სასამართლომ არ მიიღო პროკურატურის საჩივარი და ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება. ყველაფერი ეს კომისიაზე მსჯელობის საგანი იქნება“, - განაცხადა ბასილაიამ.

მისივე შეფასებით, ფაქტობრივად არ დარჩა არც ერთი თავმოყვარე და მეტ-ნაკლებად ნორმალური რეპუტაციის მქონე არასამთავრობო ორგანიზაცია, პრაქტიკის მქონე იურისტი, ვინც ამ საკითხებს არ გამოეხმაურა.

„ყველა თანხმდება იმაზე, რომ გიგი უგულავას მიმართ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკურია და უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციის, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილ პრინციპს, "-აცხადებს ბასილაია.

ვახტანგ ძაბირაძე - ჩვენ ხელიდან ვუშვებთ იმის შანსს, რომ საქართველო იყოს არა მარტო ყურადღების ცენტრში, არამედ დიდი მოთამაშეების ინტერესებში, ამგვარი ვითარება მხოლოდ ერთ ქვეყანას - რუსეთს აძლევს ხელს
ქართული პრესის მიმოხილვა 16.02.2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობაზე: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად
სტუდიო ლიბერთი ვადიანი ტიპის ანაბრებზე ახალ კამპანიას იწყებს
მორიგი საერთაშორისო აუდიტი GM PHARMA-ში წარმატებით დასრულდა, რაც ევროპის ბაზარზე პოზიციების განმტკიცებას კიდევ უფრო ხელმისაწვდომს ხდის
სილქნეტმა BARTA 2025 მთავარი ჯილდო მიიღო