პრეზიდენტი კორონავირუსთან დაკავშირებით -  ბევრი რეგულაცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია მოქალაქეების თვითშეგნება და პასუხისმგებლობა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მექანიზმების თვალსაზრისით სამაგალითოა.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც საზოგადოების, ადამიანების, მოქალაქეების თვითშეგნება და პასუხისმგებლობაა.

„ჯერჯერობით, ვაგრძელებ ჩემს საქმიანობას რეგიონებში, რამეთუ ხალხმრავლობასთან არაა დაკავშირებული. მიმაჩნია, რომ პანიკა არ უნდა იყოს და სიფრთხილე უნდა იყოს. უნდა მივცეთ ხალხს განცდა, რომ ყველაფერი გრძელდება. თუმცა, თუ უცხოეთში ვიზიტები შეიზღუდება, ჩემი ვიზიტებიც შეიზღუდება. ვნახოთ, როგორც იქნება. ძალიან ბევრი რეგულაცია შეიძლება იყოს სახელმწიფოს მხრიდან. მკაცრი, ნაკლებად მკაცრი, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი მაინც არის საზოგადოების, ადამიანების, მოქალაქეების თვითშეგნება და პასუხისმგებლობა. თითოეული მოქალაქე არის პასუხისმგებელი თავის ოჯახსა და ირგვლივ მყოფ ადამიანებზე, საზოგადოებაზე. ეს კარგად უნდა შევიგნოთ. საქართველო არის ჯერჯერობით სამაგალითო,“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

რაც შეეხება ლუგარის ლაბორატორიას, ზურაბიშვილის თქმით, ეს არის უზარმაზარი შანსი ჩვენი ქვეყნისთვის.

„ჩენ გვაქვს უზარმაზარი შანსი, რომ ამ ქვეყანაში არსებობს ლუგარის ცენტრი, რომელიც არის მართლა სამაგალითო არამხოლოდ რეგიონში მსოფლიოში. ვიღაცეები თუ ებრძვიან ლუგარის ცენტრს, ესეც მოდის იქიდან, საიდანაც გვებრძვიან ჩვენ საერთოდ. გვახსოვს ჩვენ გასულ წელს, როგორ იყო გავრცელებული ჭორები ლუგარის ცენტრთან დაკავშირებით. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ დავაფასოთ ის, რაც გვაქვს ქვეყანაში. ამიტომ, მე ვიქნები ბოლომდე დამცველი, მაგრამ დაცვა არ სჭირდება. მათი საქმე ლაპარაკობს მათთვის. მე მინდა პირადად დიდი მადლობა გადავუხადო ბატონ გამყრელიძეს, ბატონ იმნაძეს და ყველა იმ თანამშრომელს, ვინც იქ მუშაობს დღე და ღამე, პერსონალს, რომელიც დღე და ღამე მუშაობს სხვადასხვა დაწესებულებაში იმისთვის, რომ დაძლეული იყოს ის რაც არის დღეს მსოფლიოს ჭირი“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო