გია ვოლსკი - არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული თემურ აბაზოვის საკითხი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, თემურ აბაზოვისთვის საარჩევნო სიაში ჩასმასთან დაკავშირებით შეთავაზება არ ყოფილა და ეს საკითხი არც მომავალში განიხილება.

"არც შეთავაზება ყოფილა, არც განხილული ბატონი აბაზოვის საკითხი საპარლამენტო სიაში შეყვანასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ვოლსკიმ.

კითხვაზე, იღებს თუ არა გადაწყვეტილებებს ამ საკითხებზე ბიძინა ივანიშვილი, ვოლსკი აცხადებს, რომ გადაწყვეტილებებს იღებს პოლიტსაბჭო.

"არანაირი ერთპიროვნული გადაწყვეტილებები, ბიძინა ივანიშვილზე იკითხეთ - არ არსებობს და ვერც იარსებებს. კანდიდატი მისაღები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და რესურსი უნდა ჰქონდეს, საქმე აკეთოს ქვეყნისთვის,"- განაცხადა ვოლსკიმ.

ცნობისთვის, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი აცხადებს, რომ პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პროპორციულ სიაში იქნება. რომელ ნომრად იქნება სიაში აბაზოვი ჯერ გადაწყვეტილი არაა. აღნიშნულ ინფორმაციას არ ადასტურებს არც ფრაქცია " ქართული ოცნების" თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.

შეგახსენებთ, მარნეულის ყოფილი მერი თემურ აბაზოვი 2018 წლის 13 ივნისს დააკავეს. გამოძიება მას ელჩინ ალახვერდიევის მიმართ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას ედავებოდა. რუსთავის საქალაქო სასამართლომ მარნეულის ყოფილი მერის თემურ აბაზოვის მიმართ აღნიშნულ საქმეზე გამამართლებელი განაჩენი გამოიტანა. 2019 წლის თებერვალში თემურ აბაზოვმა მარნეულის მერის თანამდებობა დატოვა.

მიხეილ სარჯველაძე - ნაკლებად სავარაუდოა, რომ პარტიამ „ალტერნატივა გერმანიისთვის“ გერმანიის ფედერალურ მთავრობაში მოსვლა შეძლოს - მერცი არ აპირებს დათმოს როგორც კანცლერის, ისე პარტიის თავმჯდომარის პოზიციები
ქართული პრესის მიმოხილვა 21.09.2026
Eagle Hills-მა მალდივის მთავრობასთან 12 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების პროექტზე - „Maldives Waterfront and Marina“ კომერციული შეთანხმება  გააფორმა
NMG-ის განათლების მხარდაჭერის პროექტი უკვე 40 სკოლას მოიცავს
თიბისისა და Visa-ს ახალი ბარათი ექსკლუზიურად Glovo-ს კურიერებისთვის
AI ასისტენტი ყველა სტუდენტისთვის - BTU ახალ სასწავლო მოდელს ნერგავს
რობოტული ქირურგია პროსტატის კიბოს მკურნალობაში უკეთესი შედეგებისთვის
იმედი L-ის მხარდაჭერით მე-8 საერთაშორისო კონფერენცია „სტანდარტები ტურიზმში“ იმართება
ჰეშბანკმა გარე საფულეებიდან კრიპტოს გადმორიცხვის სერვისი დანერგა
ფრიდრიხ ჰაიეკის „გზა ბატონყმობისკენ“ - ქართული გამოცემის პრეზენტაცია საქართველოს უნივერსიტეტში გაიმართა