ხათუნა ლაგაზიძე - ხელისუფლებამ ოპოზიციისთვის და დასავლეთისთვის მოქნეული ჩაქუჩი თავში თვითონ გაირტყა

ვინც ეს მოიფიქრა, მან საბოლოოდ აახია სახე „ქართულ ოცნებას“, იმ რამდენიმე კაცმა, ვინც ახლა ზის და არჩევნებთან დაკავშირებით სცენარებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამუშავებს, - ასე აფასებს პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ სასამართლო პროცესების სავარაუდო განახლების საკითხს.

როგორც ლაგაძიზემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, გუშინ ხელისუფლებამ ოპოზიციისთვის და დასავლეთისთვის მოქნეული ჩაქუჩი თავში თვითონ გაირტყა.

„დავიწყებ გუშინდელი დღით, როდესაც ხელისუფლებამ 4 სასამართლო პროცესის და სისხლის სამართლის საქმის განახლება დააანონსა ერთ დღეში. ეს იყო პირდაპირ გამოწვეული ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებებით და მიზნად ისახავდა უპრეცედენტო რამეს. მსოფლიო ისტორიას არაერთი მაგალითი ახსოვს, როცა ოპოზიციას დევნიან იმისთვის, რომ არ შევიდნენ პარლამენტში, ვერ მოახერხონ შესვლა. ჩვენ გუშინ ვიხილეთ მართლა უნიკალური შემთხვევა, რომელიც მსოფლიოს ათასწლეულ ისტორიაში არ ყოფილა. საქართველოს ხელისუფლებამ ოპოზიციის დევნა დაიწყო და სასამართლო პროცესები ჩანიშნა მათი დაჭერის მიზნით იმისთვის, რომ ამ გზით ეიძულებინა ოპოზიცია პარლამენტში შესულიყო“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

პოლიტოლოგის შეფასებით, თუკი რაიმე ილუზიები დასავლეთის წრეებში იყო დარჩენილი იმასთან დაკავშირებით, რომ „ქართულ ოცნებას“ საღი აზრი შერჩა, ეს ილუზიები გუშინდელის შემდეგ სრულად გაიფანტა.

„დღევანდელი დღე ამის დასტურია, როდესაც ხელისუფლება იძულებული გახდა გუშინ დაანონსებული ოთხივე პროცესი უვადოდ გადაედო. რა თქმა უნდა, ზეწოლა მოხდა ხელისუფლებაზე. ვინც ეს მოიფიქრა „ქართულ ოცნებაში“, მან საბოლოოდ აახია სახე „ქართულ ოცნებას“, იმ რამდენიმე კაცმა, ვინც ახლა ზის და არჩევნებთან დაკავშირებით სცენარებს ბიძინა ივანიშვილთან ერთად ამუშავებს. წარმოიდგინეთ, რა შოკი იქნებოდა ეს ინფორმაცია გუშინ ამერიკის ელჩისთვის, მაშინ, როდესაც ლამის ყოველდღიურ რეჟიმში დასავლელი დიპლომატები სხედან და მომრიგებლის როლში გამოდიან საქართველოს პოლიტიკურ სპექტრს შორის. იმის ნაცვლად, რომ ამას პროცესი წინ წაეწია, გუშინ აიღეს და ჩაქუჩივით თავში ჩაარტყეს. ეგონათ, რომ დასავლეთსაც და ოპოზიციასაც თავში ჩაატრყეს, ამ დროს კი, თვითონ გაირტყეს საკუთარ თავში, ვინც მოიქნია. ამ ფონზე, ძალიან პესიმისტურად ვუყურებ, რომ ხელისუფლებას საღი აზრი ჰქონდეს. ამით იმდენად დაიზიანა თავი „ქართულმა ოცნებამ“, რომ ერთი მხრივ, ოპოზიციას მისცა სერიოზული ბერკეტი დასავლეთის მედიაში, საექსპერტო წრეებში, ბაიდენის ახალ ადმინისტრაციაში ყველას თვალებზე ააფარონ. მტერს არ ვუსურვებ იმას, რაც გუშინ აქ გამოიარეს დასავლეთის ეჩებმა“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

მისივე თქმით, ამ ფონზე რომ უთხრა ოპოზიციას, ხელისუფლების მიერ ჩატარებული არჩევნების შედეგები სცანი და უპირობოდ შედი პარლამენტში, მაშინ ოპოზიციაც ისეთივე არაადეკვატური იქნება, როგორც ხელისუფლება. თორემ, თუ რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის შეთანხმებას და გარანტიას წერილობით მიიღებენ, პოლიტოლოგი ფიქრობს, რომ ოპოზიცია პარლამენტში უნდა შევიდეს.

„ოპოზიცია რას გამოიყენებს თავის სასარგებლოდ, მე ეს არ მაინტერესებს, ჩემი ინტერესია ქვეყანისთვის სასარგებლო შედეგი დადგეს. ქვეყნისთვის არის აუცილებელი, რომ გუშინდელი ფაქტი, როგორც ხელისუფლების არაადეკვატურობის ყველაზე ნათელი დასტური ამ 8 წლის მანძილზე, აუცილებლად უნდა გავიდეს საზღვარგარეთ ყველასთან. ოპოზიციამ ის უპირატესობა, რაც მას ჰქონდა, ბოლო თვეებში ხელიდან გაუშვა. კერძოდ, დასავლეთთან, ათწლეულობით ნაშენი ურთიერთობები, აქტიური კონტაქტები დასავლურ მედიასთან, განსაკუთრებით ამერიკის საექსპერტო და პოლიტიკურ წრეებთან. ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ უზღვავმა ფინანსურმა რესურსმა ლობის სახით შეძლო, რომ გადაეტეხა ამერიკაში მის მიმართ ზეკრიტიკული განწყობა. აღარც ექსპერტულ წრეებში და აღარც მედიაში საქართველოში ჩატარებული არჩევნები ფაქტობრივად არ გაშუქებულა და ამას მე ოპოზიციის ჩავარდნას მივაწერ. ეს უნიკალური შანსიც თუ ვერ გამოიყენეს, მაშინ ოპოზიციის საქმეც ხელიდან წასული ყოფილა. ოპოზიციის მოლაპარაკების ფორმულა ახლა ძალიან მარტივია - ვის მიერ ჩატარებული არჩევნების აღიარებას გვთხოვთ, ვისთან გვთხოვთ პარლამენტში შესვლას?! ეს არის ხელისუფლების არაადეკვატურობის სრული დასტური. ამიტომ დასავლეთი სხვა ტონალობით და ინტონაციით უნდა დაელაპარაკოს ხელისუფლებას. ხელისუფლება ისეთ მდგომარეობაშია, ზუსტად ახლა უნდა მიიღოს დასავლეთმა საქართველოსთვის სასურველი შედეგი“, - განაცხადა ლაგაზიძემ.

შეგახსენებთ, რომ სასამართლოში გიგი უგულავას, ნიკა მელიას, ნიკა გვარამიას და ირაკლი ოქრუაშვილთან დაკავშირებული საქმეების განხილვა დაინიშნა. ოთხივე პირის სასამართლო პროცესი დღეს გაურკვეველი დროით გადაიდო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა