გიგი უგულავა - მიხეილ სააკაშვილის საქმეში აბსურდულობის რამდენიმე ასპექტია

ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, გიგი უგულავას შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის საქმეში აბსურდულობის რამდენიმე ასპექტია.

ამის შესახებ უგულავამ თბილისის საქალაქო სასამართლოსთან განაცხადა.

როგორც უგულავამ აღნიშნა, პოლიტიკური საქმეები თეთრი ძაფით არის ნაკერი.

„რამდენიმე ასპექტია აბსურდულობის, რასაც ახლა ჩვენ ვხედავთ. პირველი ეს არის ადამიანური და სამართლებრივი. სამართლებრივად ეს არის სრული ნონსენსი. ვისაც ჩაუხედავს საქმეში, ეს არის თეთრი ძაფით შეკერილი პოლიტიკური საქმეები. მეორეა სუფთა ადამიანური - ჩვენ ვხედავთ, რომ ივანიშვილის ციხეში მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად ემუქრება საფრთხე და ჩვენ ეს ვნახეთ. მესამე არის პოლიტიკური - უნდა ისწავლოს ყველამ ამ ქვეყანაში, რომ ვერ გადაწყვეტს შენ პირად პრობლემებს შენი პოლიტიკური ოპონენტის ციხეში ჩასმით! როდესაც ადამიანს მოსახლეობის მინიმუმ 1/3 მხარს უჭერს, ის არჩევნებზე უნდა დაამარცხო. სხვა შემთხვევაში, ამ გზას თუ არ აირჩევ, შენ თვითონ მოხვდები განსასჯელის სკამზე, ოღონდ აღარავინ გეყოლება მხარდამჭერი. მე ვარ ამ საქმეზე ბრალდებული. წინა სხდომაზე სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ პროცესი დამეტოვებინა და ახლაც არ მიშვებენ. ესეც უკანონობაა. მაქვს უფლება ახლა დარბაზში ყოფნის. თუ რამე პრივილეგია აქვს ბრალდებულად ყოფნას, ეს დარბაზში ყოფნაა და მეც არ მიშვებენ. სასამართლოში სააკაშვილის მოყვანაზე საერთაშორისო დიდი ზეწოლა იყო, თუმცა, პროცესი ღია, საჯარო და გამჭვირვალე რომ არ არის, ჩანს, რადგან ეზოში შეშვების უფლებასაც კი არ აძლევენ ადამიანებს“, - განაცხადა უგულავამ.

გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს