ბექა ბასილაია - ბოტოქსი, ბოტოქსიო, რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილმა მკაფიოდ ახსნა, რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული

დღევანდელ სასამართლო პროცესზე ჩვენ დავინახეთ ირაკლი კობახიძე, მამუკა მდინარაძე, არჩილ თალაკვაძე წარმოდგენილი პროკურორების სახით, - ამის შესახებ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა ბექა ბასილაიამ განაცხადა.

მისი თქმით, პროკურორები ეწეოდნენ პროპაგანდას და დესტრუქციას, ამასთანავე, უფლებადამცველის თქმით, ნათელი გახდა, რომ პროკურატურა ამ საქმეში წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“.

„დღევანდელ პროცესზე იყო მასმედიის არაერთი წარმომადგენელი, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიის წარმომადგენელი. დღევანდელი პროცესის მერე ყველასთვის ნათელია, რომ პროკურატურა ამ საქმეში ბრალდების მხარეს არ წარმოადგენს, პროკურატურა ამ საქმეში წარმოადგენს „ქართულ ოცნებას“. რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილის სიტყვას, მიხეილ სააკაშვილის სიტყვა იყო ძალიან დიდი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მატარებელი და ამავე დროს, მიხეილ სააკაშვილის სიტყვამ წერტილი დაუსვა ყველა იმ ინსინუაციას, რაც ამ საქმეზე წარმოდგენილ ხარჯებს ეხება. ელემენტარული ბოტოქსი, ბოტოქსიო, რომ გაიძახიან, მიხეილ სააკაშვილმა ძალიან მკაფიოდ ახსნა თუ რა სამკურნალო საშუალებებთან დაკავშირებით იყო ეს ხარჯი გაწეული და თუ ვინმე ფიქრობს, რომ საქართველოს პრეზიდენტი, იქნება ეს გიორგი მარგველაშვილი, სალომე ზურაბიშვილი თუ იქნება ეს მიხეილ სააკაშვილი, სამედიცინო პროცედურებს უნდა იტარებდეს თავისი 3000-ლარიანი ხელფასით, მაშინ ჩვენ სახელმწიფოს მოწყობაზე, სახელმწიფოს მეთაურზე, უმაღლეს მთავარსარდალზე წარმოდგენა არ გვქონია. ყველა ის ხარჯი, რომელზეც ამ დრომდე ბრალდების მხარე ცდილობდა რომ საზოგადოებისთვის თვალში ნაცარი შეეყარა, დღეს მოხდა ამის ლუსტრაცია და ნათელი გახდა, რომ არავითარ კომფორტსა და ფუფუნებას ადგილი არ ჰქონია, ყველა ხარჯი გაიწეოდა სახელმწიფოს ნორმალური ფუნქციონირებისთვის,“- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის