დეპუტატების კორონავირუსით ინფიცირების გამო, ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხის განხილვა გადაიდო

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა, სადაც სამი ოპოზიციონერი დეპუტატისთვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილათ, გადაიდო.

კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის გურამ მაჭარაშვილის ინფორმაციით, კომიტეტის სხდომის გადადების მიზეზი კოვიდპანდემიაა, რის გამოც კომიტეტის წევრები პარლამენტში ვერ მივიდნენ და კვორუმი ვერ დგება. ჯერჯერობით უცნობია, როდის გაიმართება კომიტეტის სხდომა.

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტს დღეს სამი ოპოზიციონერი დეპუტატის - ბადრი ჯაფარიძის, შალვა ნათელაშვილისა და ელენე ხოშტარიასთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი უნდა განეხილა და საკუთარი დასკვნა პარლამენტისთვის წარედგინა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს