გიორგი ვაშაძის განცხადებით, კლინიკა „ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურს და ამისთვის ნებართვას ელოდება

„სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საკითხი რაც შეიძლება მალე უნდა გადაწყდეს, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

როგორც ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა სააკაშვილი უნდა შეიწყალოს, რაზეც მისი თქმით, ALDE-ს რეზოლუციაშიც არის საუბარი.

"ძალიან ცალსახა და მკაფიოა მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით პოზიცია, ის არის ძალიან მძიმე მდგომარეობაში და არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ საქმე გვაქვს არა მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, არამედ, როგორც ამერიკელი ექსპერტები ამბობენ, მოწამვლის ფაქტთანაც. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. ALDE-ს რეზოლუციაში ასევე მიმართვაა პრეზიდენტთან მიმართებით, რომ მან შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს და ცალსახად მნიშვნელოვანია, რომ ეს ნამდვილად ასე მოხდეს. რაც შეეხება ყველა ევროპელი ლიდერის პოზიციას, ეს აუცილებლად უნდა მოხდეს, თუ გვინდა, რომ ევროპის კარი ჩვენთვის არ დაიხუროს და პირიქით, ევროინტეგრაცია გავაგრძელოთ, ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ეს არის ის პოზიცია, რასაც "სტრატეგია აღმაშენებელი" სრულად იზიარებს. მიხეილ სააკაშვილის თემა რაც შეიძლება სწრაფად უნდა გადაწყდეს. იმედი მაქვს, რომ ერთიანი ძალისხმევით საბოლოოდ, შედეგს მივაღწევთ",-განაცხადა ვაშაძემ.

გარდა ამისა, მან აღნიშნა ისიც, რომ კლინიკა "ვივამედში" მიხეილ სააკაშვილის მონახულება სურს და ამისთვის ნებართვას ელოდება.

"სამწუხაროდ, როდის შევძლებ მონახულებას, ჯერ არ ვიცი. ეს მექანიზმები ხელში აქვს ჩაგდებული "ქართულ ოცნებას" და მათ უნდა მომცენ ამის შესაძლებლობა. წინა კვირაში ამის შესაძლებლობა არ მომეცა, ამ კვირაში მივმართავთ განცხადებით და დაველოდოთ, რა პასუხს გაგვცემს პარლამენტის თავმჯდომარე",-განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო